მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილში რამდენიმე ოჯახი ერთდროულად გაქურდეს

მარტვილში რამდენიმე ოჯახი ერთდროულად გაქურდეს [Video]

Published on

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში ზედიზედ ოთხი სახლი გაქურდეს და ავტომანქანები გატეხეს. წაღებულია ფული და სანადირო იარაღი. ცოტა ხნის წინ აქ კიდევ სამი ოჯახი გაქურდეს, ჯამში დაზარალებულია შვიდი ოჯახი, თუმცა, ამ დრომდე არათუ არავინ დაუკავებიათ, ადგილობრივთა თქმით, საგამოძიებო მოქმედებებიც კი არ ჩატარებულა.

მოსახლეობა ადასტურებს, რომ ბოლო დროს მარტვილში კრიმინალური შემთხვევები გაზრდილია, ასევე, ამბობენ იმასაც, რომ მომხდარი ქურდობის ფაქტების შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინეს, მაგრამ გამოძიება არ დაწყებულა.

ქურდობის  ფაქტებს უარყოფენ შსს-ში და ამბობენ, რომ უწყებისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...