მთავარისიახლეებისაზოგადოებამაია ასათიანი: “ეს ძალიან რთული გზა იყო, თქვენამდე მოსასვლელი გზა… და მე...

მაია ასათიანი: “ეს ძალიან რთული გზა იყო, თქვენამდე მოსასვლელი გზა… და მე მოვედი”.

Published on

მაია ასათიანი "პროფილში" დაბრუნდა,.გადაცემის ჩაწერა უკვე დასრულდა. იგი  4 მაისს გავა ეთერში (ტრადიციულ დროს, ხუთშაბათს 22:00 საათზე) პირველად, ორი თვის პაუზის შემდეგ, რომელიც  ტელეწამყვანის შვილის  გარდაეცვალებას მოყვა.
ამ ინფორმაციამ ძალიან გაახარა მაია ასათიანის კოლეგები და სხვა გულშემატკივრები, რომლებიც  სოციალურ ქსელში წერენ, რომ ამას ძალიან დიდი სიძლიერე სჭირდება და მაიამ ეს შეძლო.  
 
ეთერში მაია ასათიანის დაბრუნებას   ეხმაურება ნიკა ქავთარაძეც: "ბავშვი ვიყავი, როცა გავიგე ერთ-ერთ ქართველ მომღერალზე – შვილის სიკვდილი კონცერტის წინ გაიგო და მაინც გამოვიდა სცენაზეო. თან მღეროდა და თან ცრემლები მოსდიოდაო – ასე სცა პატივი პუბლიკასაც, საკუთარ შვილსაც და საკუთარ პროფესიასაცო. 
წლების განმავლობაში არ დამვიწყებია ეს ამბავი და უამრავჯერ მიფიქრია, რამხელა ძალა უნდოდა ამ ნაბიჯის გადადგმას.
დღეს გავიგე, რომ "პროფილი" ბრუნდება ეთერში – მაია ასათიანი ზუსტად ისე ემახსოვრებათ თაობებს, როგორც მე თემურ წიკლაური!" – წერს ნიკა ქავთარაძე. 
 
"არ ვიცი, როგორ და რანაირად ახერხებს, მაგრამ ფაქტია – არა მარტო თავის საქმეში ყოფილა ეს გოგო ყველაზე მაგარი", – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია მაია ასათიანის ეთერში დაბრუნებას. 
 
თავად ტელეწამყვანი მადლობას უხდის მაყურებელს თანადგომისთვის. 
,,სავსე მაქვს გული თქვენი სითბოთი და სიყვარულით! დიდი მადლობა ამ საოცარი ენერგიისთვის, ჩემი გულშემატკივრობისთვის და მხარდაჭერისთვის! მე თუ ფეხზე დადგომა და ჩემი საქმის გაგრძელება შევძელი ეს თქვენი დამსახურებაცაა- წერს იგი თავის პირად ფეისბუქგვერდზე. 
 
გადაცემაც ასე იწყება: “ეს ძალიან რთული გზა იყო, თქვენამდე მოსასვლელი გზა… და მე მოვედი” .

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...