მთავარისიახლეებისამართალიამნისტია მათთვის, ვინც მისაღებია ხელისუფლებისათვის, პოლიტპატიმრები ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან

ამნისტია მათთვის, ვინც მისაღებია ხელისუფლებისათვის, პოლიტპატიმრები ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან

Published on

დღეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იქნა საქართველოს კანონპროექტი ამნისტიის შესახებ

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა განთავისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და შესაბამისი სასჯელისგან, რომელთაც 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს ამ კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაული.

“წარმოდგენილი კანონპროექტი, ზემოაღნიშნული მიდგომების მიხედვით, მოიცავს საკმაოდ დიდ ჩამონათვალს დანაშაულებისა, რომელიც დაექვემდებარება ამნისტიას. ეს არის ქურდობა, ფალსიფიკაცია, ქონების დაზიანება, სხეულის დაზიანების ზოგიერთი კატეგორია, ნარკოდანაშაული (გასაღების გარდა) და ა.შ. ამნისტია შეეხება სულ 44 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს”, მაგრამ არ შეეხება ისეთ მძიმე დანაშაულებს, როგორიცაა მკვლელობა, ოჯახური ძალადობა და სხვა. — აცხადებს ის.

მისივე განცხადებით, ის პირები, რომელთაც მისჯილი აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა 260-ე მუხლის მიხედვით, სასჯელის ფორმა შეეცვლებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად.

ხელისუფლების  ინიცირებული კანონპროექტი არ შეეხება პოლიტპატიმრებს კერძოდ იმ  მუხლის კონკრეტულ კვალიფიკაციასაც, რომლითაც სასამართლო კლანმა ციხეში გაუშვა “მთავარი არხის” დამფუძნებელი გიორგი რურუა. 

გარდა ამისა, ოცნების მორიგი ამნისტია არ შეეხება არც კარტოგრაფების საქმეს, რადგან ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს პროკურატურა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს ედავება.

კანონპროექტის ავტორი, სარჯველაძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები საერთოდ არ არიან,ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონპროექტი იმისთვის არ არის ინიცირებული, რომ “ოპოზიციას რამე ჟესტი გაუკეთოს” ხელისუფლებამ.

სარჯველაძის განცხადებით, ეს ინიციატივა საპარლამენტო განხილვას გაივლის და წარმოადგენს საფუძველს დისკუსიებისა და კონსულტაციების დასაწყებად

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...