მთავარისიახლეებისაზოგადოებასისხლიანი დაპირისპირება აბაშაში - სტუმარ-მასპინძლის ჩხუბს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

სისხლიანი დაპირისპირება აბაშაში – სტუმარ-მასპინძლის ჩხუბს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა [Video]

Published on

აბაშის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში 62 წლის მამაკაცი, შალვა ტორონჯაძე საკუთარ სახლში, ცემით მოკლეს. დაპირისპირება მასპინძელსა და სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, რაც მალე გადაიზარდა შეხლა-შემოხლაში. მეზობლები დეტალებზე ზუსტად ვერ საუბრობენ, რადგან მათი თქმით, სუფრა კომენდანტის საათის დროს იყო გაშლილი. ცნობილია, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანაც მივიდა, მაგრამ ტორონჯაძისთვის მიყენებული დაზიანებები სასიკვდილო აღმოჩნდა.

ცხედარს ექსპერტიზაც ჩაუტარდა. ამ დრომდე უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ მოხდარ ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.დაკავებულები თავს უდანაშაოლოდ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...