მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა 800 000 ლარი ჯდება

ჯუმში საბავშვო ბაღის მშენებლობა 800 000 ლარი ჯდება [Video]

Published on

სოფელი ჯუმი ერთ-ერთია იმ სოფლებს შორის სადაც ახალი ბაღი შენდება,  რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება. პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 800 000 ლარამდეა. 

მუნიციპალიტეტში 110 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი უკვე აშენდა ანაკლიაში. ახალი საბავშვო ბაღი შენდება ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზეც.  მომავალ წელს ახალი საბავშვო ბაღები აშენდება ჭითაწყარში, რუხში, შამგონასა და დარჩელში.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...