მთავარისიახლეებიეკონომიკაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4170 ლარი გახდა

Published on

გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან  ერთი დოლარის შეძენა 2.4170 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც გუშინ  მოქმედებდა, 2.4015 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0155 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7315 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ  მოქმედი კურსი 2.7185 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0130 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, ზოგიერთ კომერციულ ბანკში გუშინ ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 2.50 ლარს მიაღწია.

სიახლეები

მზია ამაღლობელს თავისუფალი მედიის პრემია გადაეცემა

ნორვეგიულმა Fritt Ord Foundation-მა და ZEIT Stiftung Bucerius-მა დაასახელეს თავისუფალი მედიის პრემიის ლაურეატები, რომელთა...

მიზანმიმართული პროვოკაცია ხელოვნურად დაძაბულობის შემოსატანად-კალაძე აქციის მონაწილეებზე

ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია და ამას აქვს თავისი მიზანი, რომ ხელოვნურად შემოიტანონ დაძაბულობა იმიტომ,...

ევროკომისია-რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკომისია ამ ეტაპზე სწავლობს "ქართული ოცნების" მიერ გაგზავნილ პასუხს, რომელიც ევროკავშირის წერილს უკავშირდება. როგორც...

პოლიციის პასიურობისა და სიმცირის ფონზე, “ტიტუშკები” კალაძის შტაბთან მისულ დემონსტრანტებს გაუსწორდნენ

მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის შტაბის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც უკვე მეორე დღეა იკრიბებიან და...