მთავარისიახლეებისაზოგადოებაგალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 55 წლის კაცი არხში გარდაცვლილი იპოვეს

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში 55 წლის კაცი არხში გარდაცვლილი იპოვეს [Video]

Published on

გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში, 55 წლის გია გუნია გარდაცვლილი იპოვეს. ის საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, თუმცა, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში, საკუთარ სახლში იმყოფებოდა. ერთერთი ვერსიით, გუნიას მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა გზაზე გადადიოდა. ხოლო ცხედარი კვალის დაფარვის მიზნით, სოფელ ჭუბურხინჯთან, რუსების ბაზასთან ახლოს მდებარე არხში ჩააგდეს.

შემთხვევა გალი-ჭუბურხინჯის ცენტრალურ გზაზე გუშინ ღამე მოხდა. ოჯახი მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს, რადგან ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო სპეციალური საშვი, შესაძლოა, ვერ მიიღონ.

55 წლის გია გუნიას ცხედარი ადგილობრივმა შემთხვევით მაშინ იპოვა, როცა საქონელს ეძებდა. გარდაცვლილს მანქანის დაჯახების კვალი ეტყობოდა. მომხდარზე დე ფაქტო შსს-მ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია სავარაუდო დამნაშავეც.

სიახლეები

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა

პენტაგონმა Raytheon-ს რაკეტებისთვის $20.7 მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.ინფორმაციას Reuters ავრცელებს და წერს, რომ პენტაგონმა კომპანია...

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...