მთავარისიახლეებისამართალიბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტი: ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ვითომ და­კა­ვე­ბი­სას...

ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტი: ჩემი დაც­ვის ქვეშ მყოფს ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც ვითომ და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ჩა­უ­დეს

Published on

„სა­ქარ­თვე­ლოს ბანკზე“ თავ­დას­ხმის­თვის ძებ­ნი­ლი ბად­რი ესე­ბუ­ას ძმის, ბი­ძი­ნა ესე­ბუ­ას ად­ვო­კა­ტის იო­სებ ჯა­ნა­ში­ას გან­ცხა­დე­ბით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს ნივ­თე­ბი, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­უ­ჩი­ნეს, ჩა­უ­დეს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ვის ძმას­თან რა­ი­მე სა­ხის კონ­ტაქტს უარ­ყოფს.

„ამ­ბობს, რომ მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში ჩა­უ­დეს, ორი დღე იდგა სამ­სა­ხურ­თან მან­ქა­ნა და სა­ბარ­გუ­ლი არ იკე­ტე­ბო­და, ჩა­დე­ბუ­ლია ორი ხელ­ყუმ­ბა­რა, ჟან­გი­ა­ნი 100 ცალი ტყვია, საჭ­მე­ლი და თოკი. პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­აა, არის რომ თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, მაგ­რამ გზა­ში და­ა­კა­ვეს. თუ თა­ვის ძმას­თან მიჰ­ქონ­და, თვალ­თვა­ლი რა­ტომ არ გა­აგ­რძე­ლეს და რა­ტომ არ გაყვნენ ბო­ლომ­დე?! იქ­ნებ მარ­თლა შემ­დგა­რი­ყო ეს კონ­ტაქ­ტი. უბ­რა­ლოდ რა­ღაც უაზ­რო თე­მაა. ცხა­დია, რომ ჩა­უ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა იო­სებ ჯა­ნა­ში­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბად­რი ესე­ბუა ზუგ­დიდ­ში „სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის“ და­ყა­ჩა­ღე­ბის­თვი­საა ძებ­ნი­ლი.

სიახლეები

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...