მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს წინ გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახი აქციას მართავს

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს წინ გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახი აქციას მართავს

Published on

ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ცენტრალური შესასვლელი გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებს აქვთ ბლოკირებული. ცირგაიას ახლობლები ექიმებს დაუდევრობასა და არასათანადო მკურნალობაში ადანაშაულებენ, ხოლო პროკურატურას საქმის დროულად გამოძიებას და ექპერტიზის პასუხებს სთხოვენ.
 
19 წლის შოთიკო ცირგაია რეფერალურ საავადმყოფოში 30 ნოემბერს, ორივე ფილტვის შეშუპებით, პნევმონიით გარდაიცვალა.
 
ოჯახის წევრების განცხადებით, შოთიკოს საავადმყოფოში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ და ექიმი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობდა. მათი თქმით, გარდაცვალების წინა დღეს შოთიკოს ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაყვანა ესაჭიროებოდა, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს, რადგან პაციენტმა კათეტერის დაყენებაზე უარი განაცხადა.
 
ცირგაიას ოჯახი აცხადებს, რომ მარეგულირებელი კომისიისგან  ექპერტიზის დასკვნას 5 თვე უშედეგოდ ელოდება. ისინი საავადმყოფოსთან აქციების გაგრძელებას და ამგვარად ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.

სიახლეები

უიტკოფი პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ჩავიდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში, „ვნუკოვო-2“ აეროპორტში დაეშვა.სტივენ უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდა...

აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს

სამოქალაქო აქტივისტი თათა ხუნდაძე სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. საქმე ეხება...

გაეცეს პასუხი კითხვას- რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა პოლიცია პროტესტის წინააღმდეგ – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და მოითხოვენ საჯაროდ გაეცეს პასუხი კითხვას,...

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმების ტარება სავალდებულო გახდება

"ქართული ოცნების" განათლების მინისტრის, გივი მიქანაძს განცხადებით, მომავალი წლიდან ყველა საჯარო სკოლაში, პირველიდან მე-6...