მთავარისიახლეებისაზოგადოება"იმედის" პოლიტიკურ თოქ-შოუს სავარაუდოდ, ეკა ხოფერია გაუძღვება

“იმედის” პოლიტიკურ თოქ-შოუს სავარაუდოდ, ეკა ხოფერია გაუძღვება

Published on

ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუ იწყება. გავრცელებული ინფორმაციით, არხის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, მას ტელეჟურნალისტი ეკა ხოფერია გაუძღვება. აღნიშნულს ადასტურებს ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი. ნანა ლეჟავას ინფორმაციით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის კონკრეტულად თუ როდიდან გავა გადაცემა პირდაპირ ეთერში, რადგან დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება. 
 
“ჯერ ვფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ამაზე მოგვიანებით ჩვენვე განვაცხადებთ. ეკა თუ იქნება წამყვანი, ძალიან კარგი იქნება”, -განაცხადა ნანა ალეჟავამ.
 
კითხვაზე, წამყვანის პოზიციაზე განიხილება თუ არა კიდევ სხვა კანდიდატი, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ „შიდასამზარეულოზე საუბარი არ სურს“.
 
რაც შეეხება გადაცემას „ეკა ხოფერიას თოქ-შოუ“, რომელიც ამჟამად იმედზე გადის, ის სავარაუდოდ დაიხურება.
 
ტელეჟურნალისტი ეკა ხოფერია წლების განმავლობაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 -ში მუშაობდა, ის არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი და საღამოს პოლიტიკური თოქ-შოუს ავტორი და წამყვანი იყო. 2006 წელს მან არხი პროტესტის ნიშნად პირდაპირ ეთერში დატოვა, მოგვიანებით კი ტელეკომპანია იმედში განაგრძო მუშაობა. 
 

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...