მთავარისიახლეებისამართალისისხლიანი დაპირისპირება თბილისში - არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია

სისხლიანი დაპირისპირება თბილისში – არსებული ინფორმაციით, 2 დაჭრილიდან ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას ძმისშვილია

Published on

წუ­ხელ კი­ნოს­ტუ­დი­ის შე­ნო­ბა­ში მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ორი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი და­იჭ­რა. დაჭ­რი­ლებს შო­რის ერთი გოგა ხა­ინ­დრა­ვას ძმის­შვი­ლია, ივ­ლი­ა­ნე ხა­ინ­დრა­ვას 37 წლის ვაჟი გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვა, მე­ო­რე კი გოგ­ლი­კოს მე­გო­ბა­რი, 33 წლის ილია რუ­ხა­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგა ხა­ინ­დრა­ვას გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის წევ­რებს ერ­თმა­ნეთ­ში უსი­ა­მოვ­ნო შე­ლა­პა­რა­კე­ბა მო­უ­ვი­დათ. ვი­თა­რე­ბის გა­ნა­სა­მუხ­ტად, ად­გილ­ზე ერთ-ერთი მათ­გა­ნის მე­გობ­რე­ბი მი­ვიდ­ნენ, რო­მელ­თა შო­რი­საც იყო 16 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი. სწო­რედ ამ უკა­ნას­კნელს ედა­ვე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნას, რის გა­მოც იგი და­კა­ვე­ბუ­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვას ცივი ია­რა­ღით 15 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.თუმ­ცა აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას არც ადას­ტუ­რე­ბენ და არც უარ­ყო­ფენ “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში”, სა­დაც გოგ­ლი­კო ხა­ინ­დრა­ვა მკურ­ნა­ლობს.

“ოჯახ­მა გვთხო­ვა, რომ არ გა­ვავ­რცე­ლოთ ინ­ფორ­მა­ცია. წუ­ხელ შე­ი­მო­იყ­ვა­ნეს და გი­დას­ტუ­რებთ, რომ აქ მკურ­ნა­ლობს. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით”, – ახცადებენ კლი­ნი­კა­ში.

სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა ილია რუ­ხა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. რო­გორც ქი­რურ­გი­ის ეროვ­ნულ ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, 33 წლის პა­ცი­ენ­ტმა მათ თვით­დი­ნე­ბით მი­მარ­თა.

“მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, ნე­ი­რო­ქი­რურ­გი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში ჩა­უ­ტარ­და კვლე­ვე­ბი და მიმ­დი­ნა­რე­ობს დაკ­ვირ­ვე­ბა. პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია არ ჩა­ტა­რე­ბია”, – აცხა­დე­ბენ ქი­რურ­გი­ის ცენ­ტრში.

შსს მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას გამ­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით აწარ­მო­ებს.

მომ­ხდარ­ზე დაკავებულ არასრულწლოვანს 7-დან 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...