მთავარიUncategorizedაკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი...

აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგია. ბოიკოტი მუშაობს

Published on

დღეს საღამოს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავუსუფლა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე .

დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 10 000-10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეეცვალათ.

,,სიმართლე გითხრათ, შოკში ვართ, არ ველოდით ამ გადაწყვეტილებას, – ასე გამოეხმაურა სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლებას ბრალდებული აკაკი ხუსკივაძე,

როგორც ხუსკივაძემ განაცხადა, მისი და მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკას უკავშირდება.

,,პირდაპირ გეტყვით, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკური მოტივიდან გამომდინარე, ვინაიდან, 6 ნოემბერს, 19:00 საათზე, გამოვედით „მთავარის“ ეთერში, სადაც დავასახელეთ 13 გაყალბების მეთოდი, თუ როგორ გააყალბა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები. იქიდან 24 საათიც არ გასულა, ჩვენ უკვე საპატიმროსკენ მიმავალ გზაზე ვიყავით“, – განაცხადა ხუსკივაძემ.

როგორც მეორე დაკაებულმა აკაკი კობალაძემ აღნიშნა, გათავისუფლებას არ ელოდა.

,,ერთი პროცენტით არ დამიშვია, ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაჭერა მარკესის „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკების“ მსგავსი იყო, ჯერ ხდებოდა პოლიტიკოსების მიერ დაანონსება, თუ რა უნდა მომხდარიყო და შემდეგ ასრულებდნენ სამართალდამცავები.

ჩვენს გულშემატკივრებს დიდ მადლობას გადავუხდი. პრესის, ჩემი ადვოკატების და ჩემი მეგობრების, რომლებიც ამ ყველაფერს ასაჯაროვებდნენ, მოხდა ჩვენი გარეთ გამოსვლა“, – განაცხადა კობალაძემ.

“ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება დაკავებულების აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გაათავისუფლებას

როგორც უგულავა წერს, აკაკი კობალაძისა და აკაკი ხუსკივაძის გათავისუფლება უკომპრომისო და მტკიცე ბრძოლის პირველი შედეგია. ბრძოლა გრძელდება. ბოიკოტი მუშაობს“, – წერს უგულავა „ფეისბუქში“ .

სიახლეები

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი პატიმრობაში გაუშვეს

აგენტობის ბრალდებით დაკავებული ახალგორელი სტუდენტი, თამაზ გოლოევი წინასწარ ორ თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება...