მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკომუნიკაციო კამპანია „მომავალი შენზეა"- ასოციაცია "ილის" წარმატების ისტორია

საკომუნიკაციო კამპანია „მომავალი შენზეა”- ასოციაცია “ილის” წარმატების ისტორია [Video]

Published on

საკომუნიკაციო კამპანია „მომავალი შენზეას“ ფარგლებში საზოგადოებას ვაცნობთ წარმატებულ სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივებს რეგიონიდან. ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ წარმატებულ პროექტს გაგაცნობთ. ასეთია მოქალაქის    მიერ     ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შემუშავებული  სერვისი – სმენადაქვეითებული  ბავშვებისთვის,   რომელსაც მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა და ბიუჯეტიდან თანხა გამოყო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმატებული გამოცდილება – სალომე გარდავას და ასოციაცია “ილის” ისტორია სხვა რეგიონებისთვის მაგალითი იქნება,  შემდგომში როგორ უნდა ითანამშრომლონ მოქალაქეებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და შეიმუშაონ გარკვეული სერვისები.

ასოციცაცია „ილი“ სალომე გარდავამ 2019 წელს სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლების თანამონაწილეობით დააფუძნა, მას შემდეგ, რაც 2017 წელს მათი შვილი სმენადაქვეითებული სტატუსის მატარებელი აღმოჩნდა. სალომემ საკუთარი გამოცდილების სხვა მშობლებისთვის გაზიარება გადაწყვიტა და მსგავსი პრობლემის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებების კვლევაც ჩაატარა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა გამჭვირვალედ ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს მოქალაქეების ინიციატივას ამა თუ იმ საკითხზე. ამასთან კონსტანტინე კაკავას თქმით,  მოქალაქეების აქტიურობა და ჩართულობა ადგილობრივი  ბიუჯეტირების პროცესში მნიშვნელოვანია.

ასოციაცია „ილი „ ადვოკატირების  კამპანიას  აწარმოებს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან. სალომე გარდავა ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ სტრუქტურებთან ინფორმაციის სწორად და გასაგებად მიტანა

ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო აქტიურობის შედეგად მიღწეული წარმატებული პროექტის ფარგლებში  ამ კონკრეტულ შემთხვევაში  კოჰრეალური იმპლანტის პროგრამით უკვე 3 ბენეფიციარი სარგებლობს.

ასოციაცია „ილისა“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ურთიერთთანამშრობლობა არის საინტერესო და მნიშვნელოვანი მაგალითი, თუ რამდენად აუცილებელია სამოქალაქო აქტიურობა იმისთვის, რომ ბიუჯეტის თანხები მოქალაქეების პრობლემებისა და საჭიროების შესაბამისად გადანაწილდეს.

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...