მთავარისიახლეებისაზოგადოებაფრიდონ თოდუას კლინიკაში შემოტანილი ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი

ფრიდონ თოდუას კლინიკაში შემოტანილი ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი

Published on

უახლესი თაობის რადიოქირურგიული სისტემა EDGE-ით, რომელიც ონკოლოგიური პაციენტებისთვის აკადემიკოს ფრიდონ თოდუას კლინიკაში იქნება ხელმისაწვდომი, 1 მილიმეტრამდე სიმსივნის დასხივება იქნება შესაძლებელი, ისე რომ გვერდით მდებარე ქსოვილები არ დაზიანდეს. 
 
 ონკოლოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე ონკოლოგიის დარგში მაკა მაღლაკელიძე “აიპრესთან'' საუბარში აცხადებს, რომ  ახალი აპარატურით მეოთხე სტადიის სიმსივნის მკურნალობაც არის შესაძლებელი. ავადმყოფობის ამ ეტაპზე მკურნალობა პროცესის შეჩერებისკენ იქნება მიმართული.
 
“საერთოდ ქირურგიული მეთოდები ზოგადად გამოიყენება სიმსივნეების ყველა სტადიაზე მკურნალობისთვის, უბრალოდ განსხვავება არის იმაში, რომ სიმსივნის საწყის სტადიაზე მკურნალობა და მათ შორის რადიოქირურგიული მკუნალობა მიმართულია სრული გამოჯანმრთელებისაკენ, თუმცა უკვე ეს სისტემა მოგვცემს იმის შესაძლებლობასაც, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნეებსაც ვუმკურნალოთ, ანუ შესაძლებელი გახდება მეტასტაზური სიმსივნეების დასხივება, თუმცა მკურნალობას ექნება, რა თქმა უნდა, მიზანი პროცესის შეჩერებისა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და კარგი ხარისხის შენარჩუნებისა”-აცხადებს მაკა მაღლაკელიძე.
 
ამ აპარატურის შემოტანამდე  რამდენიმე თვით ადრე   მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში კლინიკის ხელმძღვანელმა ფრიდონ თოდუამ განაცხადა: 
– ვიტყოდი, რომ ეს ეროვნული საქმე უფროა, ვიდრე კომერციული პროექტი, თუმცა მის განხორციელებაში მართლაც არაერთი მილიონია ჩადებული. დანადგარები გახლავთ ცნობილი ამერიკული ფირმა „ვარიანის“ წარმოების ,,თრუბიმის’‘ მოდელის მაღალი ენერგიის სხივური ამაჩქარებელები – თანამედროვე ონკოლოგიაში სხივური თერაპიისთვის განკუთვნილი ბოლო თაობის ერთ-ერთი საუკეთესო აპარატი. სულ მალე 2 ამ ტიპის აპარატი შევა ექსპლუატაციაში. წარმოიდგინეთ, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება 8 000 ახალი ონკოლოგიური პაციენტი, რომელთაგან 300 მდე ბავშვია. სხვადასხვა მონაცემებით, ასეთი პაციენტების 70-80%-ს სხივური თერაპია ესაჭიროება, რომელთა უმრავლესობა ან საზღვარგარეთ მიდის ან საერთოდ, მკურნალობის გარეშე რჩება. სხივური თერაპია აქამდეც ტარდებოდა და ახლაც ტარდება საქართველოში, მაგრამ წინა თაობის აპარატურა სასურველ შედეგს ვერ იძლევა, რადგან დასხივება სიმსივნით დაავადებული ორგანოს ჯანსაღ ნაწილებსაც აზიანებს. ,,თრუბიმის’‘ საშუალებით კი ხდება მხოლოდ სიმსივნურად გადაგვარებული ქსოვილების დასხივება, თანაც ისე, რომ ფაქტობრივად, არ ზიანდება ჯანსაღი ქსოვილები. თრუბიმის შემოტანა საქართველოში სხივური თერაპიის ახალი მიმართულების დასაწყისია. ამას შევადარებდი ისეთივე რევოლუციურ მოვლენას მედიცინაში, როგორიც იყო კომპიუტერული ტომოგრაფიის დანერგვა და განვითარება. აპარატურის მონტაჟს იანვარში ვგეგმავთ, მაგრამ ამას უზარმაზარი სამუშაო უძღვოდა წინ _ აპრილში დავიწყეთ ახალი, 6-სართულიანი კორპუსის მშენებლობა, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება. მომზადდა სპეციალური ბუნკერი სხივური თერაპიის აპარატებისთვის, სადაც ბეტონის კედლების სისქე 3 მეტრს აღწევს. როგორც ყოველთვის, წინასწარ დავიწყეთ სპეციალისტების მომზადება. რამდენიმე თვეა ჩვენი 8 ექიმი იმყოფება სპეციალურად სხივური თერაპიის აპარატებზე სამუშაოდ ბელგიაში, ავსტრიასა და გერმანიაში კიდევ 2 ემზადება გასამგზავრებლად. ვფიქრობთ, უახლოეს ხანებში  უკვე პირველ პაციენტებს მივიღებთ.''
 
და აი, ეს დროც დადგა.   აპარატურა შემოტანილია და დამონტაჟებული, მისი წყალობით  ათასობით ადამიანისათვის სიცოცხლის შენარჩუნებისა და გამოჯანმრთელების  შანსი რეალური ხდება. 

სიახლეები

ჰონგკონგში, კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

ჰონგ-კონგში საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 13-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის...

ყველა ბრალს ვაღიარებ, ოღონდ ის ათეულობით ადამიანი გამოუშვით, ვინც ღობეს ხელი მოკიდა – ზოდელავა

მზად ვარ, ყველა მუხლის აღიარებაზე, ოღონდ ეს ათეულობით ადამიანი, ვიღაცამ რომ ღობეს ხელი მოკიდა,...

შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი წყლის ძალაში ვნახე – ნიკა მელია

შვანგირაძეს არ გამოუვლენია მინიმალური დაინტერესებაც კი, თუ როგორ აღმოვჩნდი გალიაში, შელახული ღირსების აღდგენის გამოსავალი...

ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სასამართლომ ნიკა მელიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ელენე გოგუაძემ...