მთავარისიახლეებისამართალივახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

Published on

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური არ გამორიცხავს, რომ ბადრი ესებუა საერთაშორისო ძებნილად გამოცხადდეს

,,ამ ეტაპზე ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის შესახებ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები და აუცილებლად გაცნობებთ, როგორც კი დავაკავებთ“, – თქვა გომელაურმა მედიის კითხვების პასუხად.  

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა, სპეცრაზმს რამდენიმესაათიანი წინააღმდეგობა გაუწია, საკუთარი მოთხოვნები წამოაყენა, მოგვიანებით კი ხელყუმბარითა და ოფიციალური ინფორმაციით, ნახევარ მილიონი დოლარით, რამდენიმე მძევალთან ერთად ბანკის შენობა დატოვა და მიიმალა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა აგრეთვე ჟურნალისტების შეკითხვებს გახშირებული კრიმინალის შესახებ ზოგად პლანში.

„სად გახშირდა, აბა, მითხარით. ერთი შემთხვევა იყო და დავაკავეთ ეს ადამიანი. გახშირდა არის – ათი და ოცი რომ მოხდება. ბანკებში ყაჩაღობის შემთხვევები ყოველ წელს ხდებოდა და ხდება. ხელყუმბარით შევარდნის ფაქტს რაც შეეხება, დავაკავეთ ეს ადამიანი, რა თქმა უნდა“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.მან ამ კონტექსტში თბილისში, წერეთელზე მომხდაეი მიკროსაფინანსოზე თავდასხმა ახსენა და აღნიშნა, რომ პოლიციამ ლევან ზურაბაშვილი დააკავა.

სიახლეები

ტრამპი- რუსეთსა და უკრაინას შეთანხმების მიღწევა შეუძლიათ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების მიღწევა კვლავ შესაძლებელია...

თუ საქართველო EU-ში გაწევრიანდება, არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანა მოგვიწევს – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი "იძულებული იქნება" საქართველო არამეგობრული ქვეყნების...

საჰაერო ნავიგაცია ცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს

რატომ "ჩაკეტეს ცა" აბასთუმნის თავზე? - საჰაერო ნავიგაცია პირველ განმარტებას აკეთებს. საჰაერო ნავიგაციის გენერალური დირექტორის...

პენსიონერის მკვლელობაში ბრალდებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს

72 წლის პენსიონერის მკვლელობისთვის ბრალდებული მამუკა მანია, მოსამართლე ეკატერინე ბებიას გადაწყვეტილებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 20...