მთავარისიახლეებიმსოფლიოპუტინი - ვისთვის საცეცებიანი მახრჩობელა მოლუსკი, ვისთვის - ზღვის ანგელოზი

პუტინი – ვისთვის საცეცებიანი მახრჩობელა მოლუსკი, ვისთვის – ზღვის ანგელოზი

Published on

რუსეთის პრეზიდენტმა  თავი  შეადარა ზღვის ანგელოზს, რომელიც ზღვის ეშმაკით იკვებება.
 
ეს მოხდა სანკტ-პეტერბურგში, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, რომელსაც იგი არქტიკული ზღვების ფსკერის კვლევაზე მიმართული პროექტის  შედეგების განხილვას დაესწრო. იგი ამ საბჭოს პრეზდენტია, გეოგრაფიულ საზოგადოებას კი რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობს.
 
სხდომაზე პუტინს   თეთრი ზღვის ფსკერზე გაკეთებული წყალქვეშა გადაღებების ჩანაწერები აჩვენეს.  კადრებზე ჩანს, როგორ ჭამს  ,,ზღვის ანგელოზად'' წოდებული მოლუსკი მეორე მოლუსკს – ,,ზღვის  ეშმაკს''.  
 
 „ზღვის ანგელოზია და ეშმაკით იკვებება ანუ  აკეთებს იმას, რასაც მე, არა?  – იკითხა პუტინმა- უფრო ახლოს უნდა გავეცნო თქვენი კვლევების შედეგებს , ჩვენც ასე გვიწევს გაფაციცებით ვიყუროთ ირგვლივ, რომ არავინ შეგვჭამოს – დასძინა მან.
 
 
 
 
 

სიახლეები

აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა-საქსტატი

საქსტატი აგვისტოში თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.8%-ით გაძვირდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის...

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება

რუსეთში გოეთეს ინსტიტუტი დაიხურება - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. "რა...

ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს

პროკურატურა ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხავს - საუბარია კაცზე, რომლის თვითმკვლელობის ვერსია...

NYPOST: გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამის ვილა რეკორდულ, 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა

გიორგი ბაჩიაშვილმა მაიამიზე ვილა 51.5 მილიონ აშშ დოლარად გაყიდა | ინფორმაციას ამის შესახებ NYPOST...