მთავარისიახლეებისაზოგადოებაგახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

გახარიას გუნდმა საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის განხილვის გადადება მოითხოვა

Published on

პარტია „საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვის გადადებას ითხოვს. შესაბამისი შუამდგომლობა სხდომაზე პარტიის წარმომადგენელმა, ბერდია სიჭინავამ დააყენა.

სიჭინავას განმარტებით, პარტიას შესაგებლის მოსამზადებლად გონივრული ვადა არ მიეცა. მისი თქმით, ამისთვის მინიმუმ ერთი თვე იყო საჭირო.

მოსამართლე რევაზ ნადარაია დაინტერესდა, საიდან უნდა ათვლილიყო აღნიშნული ვადა — 13 ოქტომბრიდან, როდესაც სარჩელი დარეგისტრირდა, თუ დღევანდელი დღიდან. სიჭინავამ განმარტა, რომ ერთთვიანი ვადა 13 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს.

ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი შუამდგომლობის განსახილველად სათათბიროდ არის გასული.

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მესამე დღეა მიმდინარეობს. პროცესის პირველი ორი დღის განმავლობაში ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილებულა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ დრომდე ვერ მიიღეს განმარტება, კონკრეტულად რა სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობა „ქართული ოცნების“ სარჩელი.

გუშინ ცნობილი გახდა ისიც, რომ სასამართლო სხდომები დაჩქარებული წესით, მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 წევრი აწერს ხელს. სარჩელის საფუძველზე სასამართლო ხუთი პოლიტიკური გაერთიანების არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვის საკითხს განიხილავს. ეს პარტიებია:

„ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობა“;

„კოალიცია ცვლილებისთვის — გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;

„ძლიერი საქართველო — ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“;

„ფედერალისტური პარტია“;

„გახარია საქართველოსთვის“.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლსი საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას...

წყალმომარაგებისთვის გამოყოფილ 266 მილიონ ლარს „ოცნების“ შემწირველები ინაწილებენ -TI

121.3 მილიონი ლარის კონტრაქტები კონკურენციის გარეშე - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ კვლევას აქვეყნებს, სადაც სამცხე-ჯავახეთში...

შსს-მ უცხო ქვეყნის 48 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპლექსური ღონისძიებების საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 48...

ტიბეტში მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

ტიბეტში მომხდარი 7-მაგნიტუდიანი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა, 54 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC...