მთავარისიახლეებისაზოგადოებამოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

მოკლული მასწავლებლის დედა მალანიებს მიმართავს

Published on

მოკლული მასწავლებლსი საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილის, გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღეს პროკურატურა ნივთიერ მტკიცებულებებს გამოიკვლევს, საუბარია ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობებზე და მობილურ ტელეფონებზე. პროკურორ ქეთი სონიძის თქმით, სწორედ აღნიშნული მობილური ტელეფონების მეშვეობით ხდებოდა კომუნიკაცია მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს და მოწმეებს შორის.

სხდომას ესწრება გიგა ავალიანის დედა – ეკა კუპატაძემ პროცესის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთდა მალანიებს მიმართა:

“მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა”, – ამბობს ეკა კუპატაძე.

ამით მოხდება 40-ტომიანი საქმის გამოკვლევის დასრულება ბრალდების მხარის მხრიდან.საქმე გახლავთ 40-ტომიანი და ამ საქმის დეტალურად გამოკვლევის შედეგად, დარწმუნებული ვარ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით სასამართლო უტყუარად დაასაბუთებს გიორგი მალანიას ბრალს შესაბამისი მუხლით და სასჯელის ზომას მისი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე მაქსიმალურს განსაზღვრავს. წარმოდგენილ მტკიცებულებებში უხვად არის პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები გიორგი მალანიას ბრალის დასადასტურებლად. გიორგი მალანიას დაჭერის შემდეგ, პირველი კომენტარი ოჯახის ახლობელმა, კოტე მალანიამ გააკეთა – ვერაფერი იყო ისეთი, რაც ბრალს დაასაბუთებდაო, არ ვიცი რისი თქმა უნდოდა. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, კოტე მალანიას და ზოგადად, მალანიებს ეგონათ, რომ ისევე მიიჩქმალებოდა გიორგი მალანიას ბრალეულობა გიგა ავალიანის მკვლელობაში, როგორც მიიჩქმალა 2006 წელს, რუსთაველზე სადისტურად მოკლული დავით ზურაბიანის საქმეში თავად კოტე მალანიას გერის, ირაკლი ალფაიძის ფიგურანტობა, მაგრამ გიგა ავალიანის სიმართლისთვის სადარაჯოზე დგას მისი დედა. მერაბ მალანიამ თქვა, “გაგებით ვეკიდებითო”, პოლიტიკური ტყვე იყო მისი შვილი, თუ რას ეკიდებოდა გაგებით? თუ მისი შვილი უდანაშაულოა, გაგებით როგორ ეკიდებოდა? ჰოდა, მე გაგებით არ მოვეკიდე ჩემი შვილის მკვლელობას, მხარი დამიჭირა პროკურატურამ, საზოგადოებამ და ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ სამართალს, პრინციპული, სამართლიანი მოსამართლეების ობიექტურობით, უშიშრობით”, – განაცხადა კუპატაძემ.

ცნობისთვის, გიორგი მალანიას გიგა ავალიანის ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავებიან. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...