მთავარისიახლეებისაზოგადოებაგადაცემა "იმედის დილა" დაიხურა

გადაცემა “იმედის დილა” დაიხურა

Published on

 გადაცემა "იმედის დილის" დახურვის შესახებ  გადაცემის წამყვანებმა პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს. დილის გადაცემის დღევანდელი ეთერის დასასრულს წამყვანები – თაკო ჩორგოლაშვილი, ოთარ ტატიშვილი და ნიკა დვალიძე პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ მაყურებელს."შეუძლებელია ორ წუთში ვისაუბრო იმ ემოციებზე, რაც მაკავშირებს ამ ტელეკომპანიასთან, ამ სტუდიასთან. ცოტა წარმოუდგენელიცაა, რომ დილის 5 საათზე მაღვიძარა აღარ გამაღვიძებს აქ მოსასვლელად… მადლობა თქვენ, რომ გვიყურებდით, იღვიძებდით ჩვენთან ერთად. იმედი მაქვს, მალე შევხვდებით ერთმანეთს" – აღნიშნა თაკო ჩორგოლაშვილმა გადაცემის დასასრულს.არსებული ინფორმაციით, დილის ეთერში მალე ახალი გადაცემა გავა, რომელსაც "იმედის დროს" შემადგენლობიდან ცოტა ხნის წინ წამოსული ჟურნალისტები და პროდიუსერი აკეთებენ. შეგახსენებთ, "იმედის დროს" სამი ჟურნალისტი და ერთი პროდიუსერი – სოფო ნიკოლაიშვილი, სოფო მთივლიშვილი, ხათუნა გაგნიძე და მარიკა ბაკურაძე გადაცემიდან რამდენიმე კვირის წინ გაუშვეს. როგორც მაშინ პროდიუსერ სოფო ნიკოლაიშვილთან დაკავშირების შემდეგ გავარკვიეთ, საღამოს ანალიტიკური გადაცემის ჟურნალისტები დილის გადაცემაში გადაინაცვლებენ:"მე და სამი ჟურნალისტი გადაგვიყვანეს "იმედის" ახალ პროექტში. ახალი გადაცემა უფრო საინფორმაციოს სტილის იქნება, სადაც უფრო მეტი საქმე მექნება. ამჟამად დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ყველა ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებით მეც არ მაქვს, მაგრამ გადაცემა დაახლოებით ჩBშ-ის გადაცემის სტილის იქნება. ჩვენს მაყურებელს მეტად უფრო ინფორმაციულ და დინამიურ დილის გადაცემას შევთავაზებთ" – აცხადებს სოფო ნიკოლაიშვილი

სიახლეები

“ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით” – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნიკა მელიას განცხადებას ვრცელი Facebook პოსტით პასუხობს. ენმ-ს ლიდერი ამბობს,...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს "გარკვეული სათავე დაუდო" NATO-ს სამიტის ფარგლებში...

წყლის შესხმის საქმე – ნიკა მელიას საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მოსამართლე შვანგირაძისთვის წყლს შესხმის საქმეზე, ნიკა მელიას განაჩენს ხვალ გამოუტანენ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ,...

აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა...