მთავარისიახლეებიეკონომიკა15 დეკემბერს გაიხსნას მაღაზიები - სავაჭრო ცენტრების მოთხოვნებს ბრენდული მაღაზიებიც უერთდებიან

15 დეკემბერს გაიხსნას მაღაზიები – სავაჭრო ცენტრების მოთხოვნებს ბრენდული მაღაზიებიც უერთდებიან

Published on

ბიზნესმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიმართა მთავრობას დახმარების და შეღავათების დაწესების შუამდგომლობით, თუმცა, ამ დრომდე ხელისუფლებისგან არანაირი პასუხი არ მიუღიათ. დღეს სავაჭრო ცენტრების მოთხოვნებს ახლა უკვე ბრენდული მაღაზიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მაღაზიების წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და მოითხოვენ:

  • სამუშაო დღეები დეკემბერში გაიზარდოს ( 24 დეკემბრის ნაცვლად ობიექტები გაიხსნას 15 დეკემბერს), რომ შეძლონ მოქალაქეთა ნაკადის გაკონტროლება. 
  • ბიზნესი გათავისუფლდეს 2020 წლის გადასახადისგან და ხელისუფლებამ ბანკებთან უშუამდგომლოს, სესხების სუბსიდირების თვალსაზრისით.
  • ჩვენს ხელისუფლებას მივართეთ კონკრეტული თხოვნით, რომ მოგვეცეს საშუალება ნაცვლად 24 დეკემბრისა- 15 დეკემბრიდან, ფაქტიურად ორი კვირის განმავლობაში და ამას აქვს ლოგიკური ახსნა, პირველი – ჩვენ საშუალება გვექნება მომხმარებლის ნაკადი გადავანაწილოთ, ორი კვირის განმავლობაში, სავაჭრო ცენტრებში და მეორე – ყოველი დღე, რომელსაც ამ თვეში ძალინ დიდი მნიშნვნელობა აქვს, რომ შემოსავალი მივიღოთ, შევინახოთ ის ხალხი, რომელიც ჩვენთანა რის დასაქმებული,” – ამბობს “ჯიარდიდის” გენერალური დირექტორი, ლევან ყარალაშვილი. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბოს, რომ 300 ლარიანი დახმარება არის ის მაქსიმალური დახმარება, რაც შეუძლია სახელწმიფომ უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეს გადასცეს. 

“ეს შეზღუდვა მალე გაუქმდება, ეს არის დროებითი, ეს არის დროში შემოფარგლული და ადამიანები კვლავ შეძლებენ, რომ დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილებს და იმდენად აქტიურად ითხოვს ვაჭრობის სექტორი მალე გაგვხსენით. მე არ მაქვს რაიმე კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს სამუშაო ადგილები აღდგება თუ არა, რა თქმა უნდა, აღდგება. ისინი იმას კი, არ ამბობენ, რომ ვერ ვიმუშავებთ, ისინი ითხოვენ გაგვხსენით, აქიდან გამომდინარე ეს ადამიანი, სანამ ჩვენ გვიწევს ამ შეზღუდვის განხორციელება, ისარგებლებენ ამ 300 ლარით. მესმის, რომ 300 ლარს 1000 ლარი სჯობია, მაგრამ ეს არის ის რისი გაღებაც ჩვენ შეგვიძლია იმიტომ, რომ უზარმაზარი ბიუჯეტი იხარჯება ანტიპანდემიური მიმართულებით და შემდეგ კვლავ დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს,” – ამბობს ნათია თურნავა 

სიახლეები

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...

როგორც ვენსმა თქვა, “ოპონენტების გაჩუმებით, ციხეში ჩასმით მანდატს ვერ მოიპოვებთ”-დანიგანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი, 4 ივლისისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა...

დღეს სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ჯიქიასა და გიორგი მინდაძის საბოლოო პროცესები გაიმართება. საბა ჯიქიას სასამართლო...