მთავარისიახლეებისაზოგადოებამოქალაქეები სასწრაფო დახმარების მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ

მოქალაქეები სასწრაფო დახმარების მუშაობის ხარვეზებზე საუბრობენ [Video]

Published on

კორონაპანდემიის პერიოდში სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირება მუდმივ პრობლემად იქცა, მოქალაქეები ამბობენ, რომ არათუ საათობით დაგვიანება, არამედ ხაზზე დაკავშირებაც კი შეუძლებელია. ადამიანები, რომელთაც კორონავირუსის გარდა სხვა დაავადებები აწუხებთ, განსაკუთრებით ზარალდებიან, რადგან საათობით ოპერატორის მოლოდინში უწევთ ყოფნა. ეს ის პაციენტები არიან,  რომელთაც მხოლოდ პირველადი დახმარების იმედი აქვთ.

მიუხედავად მოუწესრიგებელი მომსახურებისა ყველა მოქალაქეს ყოველთვიურად ექვითება 112-ის მომსახურების საფასური. მომხმარებლების განცხადებით, როდესაც კომენდანტის საათია დაწესებული 9 საათის შემდეგ შეუძლებელია დამოუკიდებლად მიაკითხონ საავადმყოფოს, ამ პერიოდში კი  112 მეტად ორგანიზებულად  უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას.  

მაშინ, როდესაც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სასწრაფო-სამედიცინო დამხარების გაწევა კი შეუძლებელია, 112-ის ოპერატორის მოლოდინში მრავალი ადამიანი დამოუკიდებლად ცდილობს აღმოუჩინოს საკუთარ თავს პირველადი სასწრაფო დახმარება, სამწუხაროდ დაგვიანებული რეაგირება ჯანდაცვის მხრიდან ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...