მთავარისიახლეებისაზოგადოებაექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება "რეიკი" გამოჩნდა

ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება “რეიკი” გამოჩნდა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სოფელში ამბობენ, რომ იდუმალი არსება რამდენიმე ოჯახს გვიან ღამით „სტუმრობს“. მათი თქმით, ესმით უცნაური ხმები, კარზე კაკუნი, რომელიც ძალიან აშინებთ. ამის შესახებ საქმის კურსშია შამგონის გამგებელიც:“ მე ამ ფაქტს ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან რეალურად ფაქტი არ არსებობს, კი, მართალია, მოსახლეობა პანიკაშია, შეშინებულები არიან, ესმით რაღაც ხმები, მაგრამ ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. შევატყობინეთ უბნის რწმუნებულსაც, მიდიან სამართალდამცავები ამ ოჯახებთან, ყურადღებას აქცევენ, 2- 3 ოჯახია სულ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სახლში ღამღამობით მოდის ეს რეიკი და არ ვიცი რა ხდება, არც ფოტო არ არის გადაღებული და ისე ფაქტის გარეშე ლაპარაკი რთულია“- უთხრა „ოდიშინიუსს“  შამგონის გამგებელმა დემნა ხუბუამ. ინფორმაცია (და ფოტო)  რეიკის გამოჩენის შესახებ „ოდიშინიუსს“ შამგონის მკვიდრმა მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ ფოტო სოფლის მიტოვებულ სახლს მოზარდმა გადაუღო, რომელმაც გადაღებულ სურათზე რეიკის მსგავსი გამოსახულება შეამჩნია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით სოფელში სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ ამ უცნაური არსების შესახებ, რომლის გამოჩენამაც გასული წლის ზაფხულში მთელი საქართველო პანიკაში ჩააგდო, იბეჭდებოდა ფოტოები, ვრცელდებოდა ვიოდეოები, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებლები ამბობდნენ რომ უცნაური აღნაგობის „მანათობელი“ არსება მათი ხშირი  სტუმარი იყო. შამგონის გამგებლის თქმით, გუშინ სოფელში ეს ოჯახები სასულიერო პირებმა აკურთხეს :“ ისინი ამ ფაქტს დემონური ძალების არსებობას მიაწერენ“- განაცხადა დემნა ხუბუამ. 

სიახლეები

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ – განათლების სფეროს წარმომადგენლებმა მარში დააანონსეს

„განათლებას საფრთხე ემუქრება“ - ასეთი გზავნილით გამოვიდნენ განათლების სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხელისუფლების...

სამთავრობო კომისია საწვავის ფასების შესწავლას იწყებს

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად,...

ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა

მიხეილ ყაველაშვილმა 11 ქალი პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ადვოკატი მარიმა ჩხეიძე იუწყება. ინფორმაცია...

დავით ჯინჭრაძის თქმით, საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

აქტივისტი, თავისუფლების მოედნის წევრი დავით ჯინჭარაძე აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე...