მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ პირველი მაისის სკოლის პედაგოგები ყოფილი დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ

სოფელ პირველი მაისის სკოლის პედაგოგები ყოფილი დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ [Video]

Published on

ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ პირველ მაისში ესტატე შუშანიას სახელობის საჯარო სკოლის 24 პედაგოგი დანებებას არ აპირებს და ისინი დირექტორის კობა კვიკვინიას უფლებამოსილების შეჩერებას აპროტესტებენ. პედაგოგები  აცხადებენ,რომ კვიკვინიამ წინასაარჩევნოდ ხელისუფლების დავალება არ შეასრულა, უფრო კონკრეტულად კი მას უნდა ემუშავა პედაგოგებზე და მშობლებზე მმართველი პარტიის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას სასარგებლოდ. პედაგოგები ასევე ამბობენ,რომ კობა კვიკვინიამ ქართული ოცნების წევრის,პარლამენტარ დაჩი ბერაიას ბიუროში სია ვერ წარადგინა,რის გამოც იგი შტაბში დაიბარეს,სადაც არ მივიდა. თავად დირექტორი აცხადებს,რომ იგი აპოლიტიკური პიროვნებაა და 6 წლის მანძილზე არცერთი პარტიის სასარგებლოდ არ უმუშავნია.  სოფლის რწმუნებულმა განაცხადა,რომ მან მართლაც დაურეკა სკოლის დირექტორს,თუმცა მისი ინტერესი იყო მისი გათავისუფლების მიზეზები  ეკითხა.

ხობში დაჩი ბერაიას ბიუროში აცხადებენ,რომ შტაბიდან კვიკვინიასთვის არავის დაურეკავს და მისი მისამართით ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. სკოლის დირექტორს პედაგოგები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ,რომ სიმართლის გარკვევას ითხოვენ და სხვა დირექტორი სკოლაში არ სურთ. კობა კვიკვინიას ხელშეკრულება მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს შეუწყდა.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...