ოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად ავტომანქანის მძღოლი დაშავდა

0
461
ოზურგეთში, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანს დაეცა, რომლის შედეგად დაშავებულია ავტომანქანის მძღოლი.დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.47 წლის პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალოდ მძიმეა. მას დაზიანებული აქვს ხერხემალი და ხელის მტევანი.ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა.ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ქალაქ ოზურგეთისა და სოფლების ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
წინა სტატიაზუგდიდში ძლიერი ქარის გამო დაზარალებულმა დევნილმა ოჯახმა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ღამე მეზობელთან გაათია
შემდეგი სტატიაბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია წუხელ დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური