მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში COVID-19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა

Published on

პირველი დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 303 გახდა.

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 3 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 პაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია – 139 343
გამოჯანმრთელებულია – 117 560
გარდაცვლილია – 1 303
კარანტინის რეჟიმში რჩება – 2 104
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 3 857
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 366
მათ შორის საქართველოში უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა მათგან გამოჯანმრთელდა 43 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი.

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...