მთავარისიახლეებიმსოფლიოპელე მარადონას დაემშვიდობა: ,,იმედია, მე და დიეგო კიდევ ავკენწლავთ ბურთს...

პელე მარადონას დაემშვიდობა: ,,იმედია, მე და დიეგო კიდევ ავკენწლავთ ბურთს სადმე, ცაში”

Published on

ბუენოს აირესის მერიამ დიეგო მარადონას კუბო პრეზიდენტის სასახლიდან, სადაც იგი იყო დასვენებული, ჩუმად გადაიტანა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის საბოლოო სავანესთან ხელის შეხების მოსურნე თაყვანისმცემელთაგან განერიდებინა .

გუშინ სასახლესთან ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რომელიც პოლიციის კორდონის გარღვევასა და სასახლეში შეჭრას ლამობდა, რასაც ჭყლეტა და უსწესრიგობა მოყვა. პოლიცია იძულებული გახდა მათ შესაჩერებლად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოეყენებინა

შეტაკება პოლიციასთან დაიწყო მაშინ, როცა გამოცხადდა, რომ ოჯახის თხოვნით სამოქალაქო პანაშვიდი 16: 00 საათზე შეწყდებოდა. აღშფოთებული ხალხის დასაშოშმინებლად დამშვიდობების რიტუალი კიდევ ერთი საათით გაგრძელდა.

გულდამწვარი დაემშვიდობნენ ფეხბურთის ლეგენდას დიდი პელე და მესი. ,,იგი გვტოვებს, მაგრამ არსად მიდის, რადგან დიეგო მარადიულია. მე შევინახავ გულში ჩვენს მიერ ერთად განცდილ მშვენიერ წამებს, თაბაგიგრძნობთ მისყველა ახლობელსა და გულშემატკივარს.- განაცხადა მესიმ.

დიეგო მარადონა გუშინ დაკრძალეს მშობლების გვერდით, ბუენოს-აირესის კერძო სასაფლაოზე. ოფიციაური გლოვა დასრულდა, მაგრამ ეს ტრაგედია კვლავ პირველი ნიუსია მედია სივრცეში.

პრესის ფურცლებიდან არ ჩამოსულა დამწუხრებული პელეს ფოტო მარადონას საფლავის ქვასთან და მისი გამოსათხოვარი სიტყვა: ,,იმედია მე და დიეგო კიდევ ავკენწლავთ ბურთს სადმე, ცაში”

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...