მთავარისიახლეებისამართალითემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა სტრასბურგში დაჩქარებული წესით წარიმართება

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა სტრასბურგში დაჩქარებული წესით წარიმართება

Published on

პანკისის ხეობაში თემირლამ მაჩალიკაშვილის სიკვდილის ხელახალ გამძიებას ითხოვენ. როგორც ხეობის მოსახელობა ამბობს,  მაჩალიკაშვილების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაში ყველაზე მძიმე სწორედ ის ბრალდებაა, რომელიც ხელისუფლებამ 19 წლის ახალგაზრადს წაუყენა და ის ტერორიზმში დაადანაშაულა.  

“ქართულმა ოცნებამ” წაართვა ოცნება ჩვენს ოჯახს. წამებში გამინადგურეს ოჯახი. ის ხელისუფლება არ არის, რომ თავიანთი დანაშაული აღიაროს. ძაან ცუდი ხელისუფლების ხელში ვარ. ამათ მე ვთხოვდი, რომ ჩემი შვილის მკვლელი დაესაჯათ და ეღიარებინათ თავიანთი დანაშაული. ამათ აღიარეს თუ არ აღიარეს, ისედაც დამტკიცდა ჩემი შვილის უდანაშაულობა, სტრასბურგზე გასცემენ საკადრის პასუხს”, – ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა.

სამართლის ძიებას ოჯახი სტარბურგში აგრძელებს, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართება. 

“პირველ რიგში, საერთოდ არ დასტურდება თემირლან მაჩალიკაშვილსა და ჩატაევს შორის რაიმე სახის სატელეფონო ან სხვა სახის კომუნიკაცია. საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით, მთავრობა უთითებს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების მონაცემები აღმოჩენილ იქნა ბერი სალოსის გამზირზე არსებულ ბინაში, რაც მცდარი ინფორმაციაა. დასტურდება, რომ რაიმე სახის ფინანსური ტრანზაქცია ამ ანგარიშზე არ განხორციელებულა”, – ამბობს EMC-ის ადვოკატი, ქეთი ჩუთლაშვილი.

ცნობისთვის, თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს შევიდა. მაჩალიკაშვილების ოჯახი მიიჩნევს, რომ  2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, მათ შორის, სიცოცხლის უფლებაც.

თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს 21 წლის გახდებოდა.

სიახლეები

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...

გალუსტაშვილმა ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8 წელი და 6 თვე მიუსაჯა

პროევროპული აქციების დროს დაკავებულ ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს, ნინო გალუსტაშვილმა, 8 წელი და...

სუს-ი იკვლევს, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებლის შემოტანასა და 4 ოქტომბრის აქციას შორის

სუს-ის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, არსებობს თუ არა კავშირი ასაფეთქებელი ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანასა და...

მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის ერთ-ერთი ნომინანტი იქნება

“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ანდრე სახაროვის ადამიანის უფლებების პრემიის ნომინაციაზე იქნება წარდგენილი. სახაროვის...