მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში კონკურსი „ქართული კალიგრაფია - 2017“ წელს უკვე მეხუთედ...

ზუგდიდში კონკურსი „ქართული კალიგრაფია – 2017“ წელს უკვე მეხუთედ ტარდება

Published on

კონკურსი  „ქართული  კალიგრაფია – 2017“  წელს უკვე მეხუთედ ტარდება.  
 
ეს ყოველწლიური, უკვე  ტრადიციად ქცეული ღონისძიება  ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის  მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით  ეპარქიის ახალგაზრდული ცენტრისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ხორციელდება.
 
ამჯერად პროექტის არეალი გაფართოვდა და მასში ჩართული არიან ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის რაიონის, ასევე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, ზრდასრული ადამიანები. 
 
როგორც  ბიბლიოთეკის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი ირმა კვირკვია  ამბობს, საიუბილეო  „ქართული  კალიგრაფია“-ს  გამოუჩნდნენ  მხარდამჭერები: ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის   მერიის  სპორტისა და ახალგაზრდულ  საქმეთა განყოფილება,  სასტუმრო და  რესტორანი-„იბერია  პალასი“,  შპს  სავაჭრო  ცენტრი-ალიანსი“,  ყვავილების  მაღაზია-„ენეტო“,  შპს  „გიორგი“,  „შპს  ზუგდიდის  სუპერმარკეტი,  სილამაზის  სალონი  „ქეთი“. 
 
 ,,კონკურსში მონაწილეთა   სამ ასაკობრივ  ჯგუფში    გამოვლინდნენ  I,  II  და  III  ადგილების  მფლობელები, სხვადასხვა ნომინაციებში  გამარჯვებულები.  ყველა ფინალისტს (სულ-23)  გადაეცა სიგელი ორგანიზატორებისგან და  მიიღო  ფულადი  და სამახსოვრო  საჩუქრები    მხარდამჭერებისაგან , შესრულდა მუსიკალური ნომრები, იმღერეს  ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ლექსები წაიკითხეს ჩვენმა მკითხველებმა. ღონისძიებას  ესწრებოდნენ ზუგდიდსა და ცაიშის  ეპარქიის,  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  მერიის,  საზოგადოების წარმომადგენლები'' – აღნიშნა მან. 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...