მთავარისიახლეებისამართალი,,კარფურში'' ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

,,კარფურში” ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილი ცოლის დაჭრაში ბრალდებული წარსულში ნასამართლევი კაცი დაკავებულია გამოძიების ინფორმაციით, თბილისში, კარფურის გლდანის ფილიალში მომუშავე ქალს 1983 წელს დაბადებული თ.პ-ს მისსავე სამსახურში ყოფილი ქმარი მიეჭრა და საკანცელარიო დანით ყელში დაჭრა. ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც ექიმები აცხადებენ, მის სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება.

როგორც შსს იტყობინება, დაკავებული 44 წლისაა, წარსულში ნასამართლევი. ბრალდებულის მიმართ გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი. რამაც ის ვერ შეაჩერა

შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებისთვის

ევროკავშირი სომხეთისთვის სავაჭრო შეღავათებს ამზადებს, რათა დაეხმაროს რუსული იმპორტის შეზღუდვების კომპენსირებაში - ინფორმაციას Financial...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა - დოკუმენტი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ მიზნობრივი სანქციები...

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების

ტრამპს აღარ სჯერა ბრძოლის ველზე რუსეთის გამარჯვების | ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და...

პარტია იმაზე უკეთეს ფორმაშია მოსაყვანი, ვიდრე იყო 2003 წელს – მიხეილ სააკაშვილი

"რაც შეეხება ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებებს - ისინი იქნებიან ძირეული და არა კოსმეტიკური. პარტია...