მთავარისიახლეებისაზოგადოებაშავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა აქტიური სამაშველო სამუშაოები შეწყდა

შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა აქტიური სამაშველო სამუშაოები შეწყდა

Published on

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაკარგულთა აქტიური სამაშველო სამუშაოები, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გამო დასრულდა. სააგენტოს ცნობით, ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი – ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება."2017 წლის 19 აპრილს გამთენიისას შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ თურქული კომპანიის Gunes Denizcilik Nakliyat ve Dis Ticaret Limited Sirketi (Gunes Shipping & Trading Company Limited) საკუთრებაში არსებული მცურავი სატვირთო გემი Geroi Arsenala (IMO 8727604) ჩაიძირა, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი საქართველოს მოქალაქე, ბოცმანი – ლაშა ქაჯაია ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს დამატებითი ინფორმაციის დროულად მოსაპოვებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აქტიურ კონტაქტზეა როგორც უკრაინისა და რუსეთის ზღვაზე ძებნა გადარჩენის სამსახურებთან, ასევე დაკარგული ლაშა ქაჯაიას ოჯახთან. ჩვენს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაციით, წყლის ტემპერატურისა და ამინდის გათვალისწინებით, აქტიური სამძებრო სამაშველო სამუშაოების ფაზა დასრულებულია“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მათივე ცნობით, ძებნა გადარჩენის ოპერაციიების შედეგად გადარჩენილია ეკიპაჟის 1 წევრი (უკრაინის მოქალაქე), ასევე ნაპოვნია სამი მეზღვაურის ცხედარი, რომელთაგან 2 უკრაინის, 1 კი რუსეთის მოქალაქეა.

სიახლეები

TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო

გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...

საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე

გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის. გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია

ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...