საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის ხელმძღვანელობით, მოქალაქე ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველი გიორგი ლომთაძე განმარტავს, მოსარჩელე "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის იმ წესს ასაჩივრებდა, რომელიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას იმ სავაჭრო ობიექტებში, რომლებიც განლაგებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მეტრის რადიუსში. სასამართლოს განმარტებით, თამბაქოს პროდუქციის მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და არსებობს გონივრული ეჭვი, რომ არასრულწლოვნები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას თამბაქოს ნაწარმის მავნებლობის შესახებ."საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, საქართველოს მოქალაქის ხათუნა ფხალაძის კონსტიტუციური სარჩელი. დავის საგანს წარმოადგენდა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონით დადგენილი წესი, რომელიც კრძალავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სკოლების მიმდებარე ტერიტირიაზე 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან თამბაქოს მოხმარება უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, სახელმწიფოს აქვს ფართო დისკრეცია მოახდინოს აღნიშნული სფეროს რეგულირება, ასევე განსახილველი საქმის მიზნებისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სკოლის მოსწავლეები წარმოადგენენ არასრულწლოვან პირებს, არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ მათ არა აქვთ სათანადო ცოდნა თამბაქოს მავნებლობის შესახებ. აქედან გამომდინარე, გამართლებულია სადაო ნორმით დადგენილი წესი, რომელიც მიზნად ისახავს არასრულწლოვან პირებში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვას", – გიორგი ლომთაძე.
მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა კვლავ აკრძალული რჩება
სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა კვლავ აკრძალული რჩება
სიახლეები
სიახლეები
TI- „ჯგუფური ძალადობის“ საქმეებზე 19 პირის მიმართ, ჯგუფური ძალადობის ბრალის დამტკიცება ივანიშვილის პროკურატურამ ვერ შეძლო
გამრუდებული მართლმსაჯულება სამოქალაქო პროტესტის მონაწილეების საქმეებში: ე.წ. ჯგუფური ძალადობის საქმეები - ამ სათაურით აქვეყნებს...
სიახლეები
საიამ “გავრილოვის ღამის” საქმეზე დავა ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში მოიგო
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ გავრილოვის ღამეს 26...
სიახლეები
სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს თანამდებობა შეუცვალეს, გაათავისუფლეს მისი მოადგილე
გიგა ზესაშვილი სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი აღარ არის.
გავრცელებული ინფორმაციით ის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის...
პოლიტიკა
ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავი მოსკოვში ვერ დაეშვა – მიზეზი უკრაინული დრონებია
ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ...