მთავარისიახლეებისამართალითავდამსხმელი, რომელიც თბილისში ერთერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია

თავდამსხმელი, რომელიც თბილისში ერთერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია

Published on

თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ – ბი – სი“ რამდენიმე საათის წინ, დაახლოებით 17:00 საათისთვის თავდამსხმელი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა. მან მოითხოვა  აიკრძალოს აზარტული თამაშები, საბანკო სესხებზე დაწესდეს 7%-იანი წლიური პროცენტი და გაიაფდეს წამლები.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი პირი ლევან ზურაბაშვილია, რომელიც, როგორც ფეისბუქზე მითითებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბორჯომიდან არის.

 ამჟამად თბილისში ორხევის დასახლებაში ცხოვრობს.

როგორც მისმა მეზობლებმა განაცხადეს, ზურაბაშვილს ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლეს კი რამდენიმე ხნის წინ დაშორდა.

„სახლში ჰყავს დედა, თვითონ ხშირად სვამს, თორემ ისე გადასარევი ბიჭია. როგორც ვიცი თამაშობდა, ერთი სახლი ამის გამო ბანკმა გაუყიდა და ახლა ეს სახლიც ბანკშია ჩადებული და დედამისი ქუჩაში რჩება”, – ამბობს თავდამსხმელის მეზობელი.

ლევან ზურაბაშვილის ფოტოები ამოკრებილია მისი პირადი ფეისბუქგვერდიდან

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...