მთავარისიახლეებისაზოგადოება"შეურიგებლობის მანიფესტი" - სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ

“შეურიგებლობის მანიფესტი” – სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ

Published on

სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა დღეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ვილნიუსის სკვერში გააპროტესტეს. მათ ხელი მოაწერეს “შეურიგებლობის მანიფესტს”, მხარდაჭერა გამოუცხადეს ოპოზიციურ პარტიებს და მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ შემოუერთდნენ ამ ბრძოლას.

ერთ-ერთი ხელმომწერი იყო ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ბრძოლა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების არ არის და იგი აერთიანებს იმ ადამიანებს, რომელთათვისაც დემოკრატიული განვითარება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, დღევანდელი ღონისძიებით ისინი აჩვენებენ იმას, რომ იმ პროცესებთან შეგუება, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს “შეუძლებელია”.

მანიფესტი თანახმად, ხელმომწერები:

  • მოწოდებენ თითოეულ მოქალაქეს, შემოუერთდნენ სამართლიან ბრძოლას და დადგნენ ისტორიის სწორ მხარეს.
    “ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო ვართ ჩვენ — ხალხი და სწორედ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ სახელმწიფოში გვსურს ცხოვრება”, — ნათქვამია მანიფესტში.
  • მხარს უჭერენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ძალისხმევას, მოუწოდებენ მათ შეინარჩუნონ მტკიცე ერთობა და ყველა მშვიდობიანი და სამართლებრივი საშუალებით დაიცვან საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობის ნება.
  • მოუწოდებენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოს პარტნიორებს, დაიკავონ მკაფიო, ერთმნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების დასაცავად.
  • მოწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაიაზროს მათ მიერ შექმნილი კრიზისის კრიტიკულობა. გაიაზროს ის, რომ ჩამოშლილ სახელმწიფოს ისინი არ შეეგუებიან.

გარდა ამისა, ხელმომწერები ამბობენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებით მმართველმა გუნდმა მოსახლეობას “ხელიდან გამოგლიჯა” არჩევანის ფუნდამენტური, კონსტიტუციური უფლება.

ხელმომწერებს შორის, ასევე, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მუსიკოსები.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...