მთავარისიახლეებისაზოგადოება21 და 22 აპრილს ზუგდიდში აქცია "მაკულიტერატურა" გაიმართება

21 და 22 აპრილს ზუგდიდში აქცია “მაკულიტერატურა” გაიმართება

Published on

მაკულიტერატურა არის პროექტი, რომელიც უნიკალურ შანსს აძლევს მოსახლეობას გაცვალონ მაკულატურა ახალ წიგნებში." ჩვენი მიზანია შევინარჩუნოთ გარემო – უამრავი ქაღალდი , ჟურნალი, გაზეთი, წიგნი და ა.შ. გროვდება სახლში, ბიბლიოთეკებში, რომელიც აღარ გვჭირდება. მეორეული ქაღალდი გადამუშავდება, იქცევა ისევ ქაღალდად და უბრუნდება იმ ბაზარს, რომლისთვისაც ხე უნდა მოიჭრას.  მაკულიტერატურა აქციებს მართავს რეგიონებში მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას ეძლევა შესაძლებლობა ჩააბაროს ძველი წიგნები, გაზეთები ჟურნალები, რვეულები, სანაცვლოდ კი ადგილზე აირჩიოს გამომცემლობა "პალიტრა L" – ის ახალი წიგნები. ანუ გაცვალოს მაკულატურა ახალ ლიტერატურაზე. 1 კგ ჩაბარებულ მაკულატურაზე მომხმარებელი მიღეებს 1 ქულას ანუ ერთ ვირტუალურ ”ნერგს”. ყველა წიგნს მინიჭებული აქვს შესაბამისი ”ნერგების” რაოდენობა რომელიც მერყეობს 4 ”ნერგიდან”  – 100 ”ნერგამდე”. ზუგდიდში აქცია გაიმართება  21 და 22 აპრილს, გამსახურდიას N21-ში, ბიბლუსის მაღაზიასთან, 10:00-დან 18:00-მდე. მოსახლეობის თხოვნიდან გამომდინარე, ვცდილობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივაწვდინოთ ხმა, რომ რაც შეიძლება მეტ ხალხს მიეცეს აქციაში ჩართვის შესაძლებლობა. კარგი იქნება, თუ თქვენც დაგვეხმარებით ინფორმაციის გავრცელებაში, თქვენი ფეისბუკ და ვებ გვერდების მეშვეობით.  მაკულიტერატურის ვებ მისამართია http://www.makuliteratura.ge/ , ხოლო facebook-ის გვერდის ბმულია > https://www.facebook.com/Makuliteratura/ , სადაც სისტემატურად იდება ინფორმაცია მომდევნო აქციებთან დაკავშირებით. "- ნათქვამია განცხადებაში

სიახლეები

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საიას ანგარიში

„2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წლად იქცა“ - ასეთ შეფასებას აძლევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს...

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს...

სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დღეს პაატა ბურჭულაძის, ირაკალი ნადირაძის, მურთაზ ზოდელევას,...

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...