მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ შეასრულებს გამგებლის ან მერის მოვალეობას იმ შემთხვევაში,თუ მას პირველი...

ვინ შეასრულებს გამგებლის ან მერის მოვალეობას იმ შემთხვევაში,თუ მას პირველი მოადგილე ან მოადგილე არ ეყოლება?

Published on

ვინ შეასრულებს გამგებლის ან მერის მოვალეობას  იმ შემთხვევაში,თუ მას  პირველი მოადგილე ან მოადგილე არ ეყოლება? – ამასთან დაკავშირებით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ იგეგმება ცვლილებები, რომლითაც განისაზღვრება  იმ სუბიექტთა წრე განისაზღვრება, რომლებსაც ეს დაეკისრებათ.
 
ცვლილების თანახმად, გამგებლის/მერის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალ არჩევამდე გამგებლის/მერის პირველი მოადგილე შეასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ პირველი მოადგილე თანამდებობაზე დანიშნული არ არის, უფლებამოსილებას გამგებლის/მერის მოადგილე ასრულებს. 
 
კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება პირველი მოადგილის ან მოადგილის არ არსებობის შემთხვევასაც განიხილავს, რომლის მიხედვითაც, გამგებლის/მერის უფლებამოსილების აღდგენამდე ან ახალი გამგებლის/მერის არჩევამდე, მის მოვალეობას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შეასრულებს.
 
კანონპროექტი პარლამენტში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის გრიგოლ ლილუაშვილის და დეპუტატ კობა ლურსმანაშვილის მიერ არის ინიცირებული. 

 

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...