მთავარისიახლეებიუკრაინაუკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე შეთავსებით ოდესის ოლქის პროკურორად ინიშნება

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე შეთავსებით ოდესის ოლქის პროკურორად ინიშნება

Published on

უკრაინული მედიის ცნობით, "ოდესაში ოლქის პროკურორის პოსტს ახალი კანდიდატურა დაიკავებს, ამ თანამდებობაზე უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე, დავით საყვარელიძე დაინიშნება, რომელიც ერთდროულად ორივე პოსტზე იმუშავებს".

საყვარელიძე საქართველოში დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთი მთავარი რეფორმატორი იყო. იგი საქართველოში 2009-2010 წლებში მთავარი პროკურორის, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებდა. 2015 წელს საყვარელიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობა ჩაიბარა – წერს უკრაინული გმოცემა "Думская". 

მისი ოფიციალური წარდგენა ამ პოსტზე დღეს მოხდება.

შეგახსენებთ, დავით საყვარელიძემ 2015 წლის 1 თებერვალს მიიღო უკრაინული პასპორტი და უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ დაინიშნა. აგვისტოს შუა რიცხვებში იგი აცხადებდა,  რომ უკრაინის გენპროკურატურამ წამოიწყო ტესტირება700 ახალი პროკურორის შერჩევის მიზნით. 

,,მთელ უკრაინაში ჩვენ შევცვლით 700 თანამდებობის პირს, მთელი ეს პროცესი ორგანიზებულია მაღალ დონეზე დასავლელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. გაკთებულია ყველაფერი იმისათვის, რომ უკრაინელ ჩინოვნიკთაგან ვერავინ შეძლოს ზეგავლენა მოახდინოს  კონკურსის პროცესსა და შედგებზე''.- აცხადებდა დავით  საყვარელიძე.

საყვარელიძის დანიშვნა ოდესის ოლქის პროკურორის პოსტზე უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გეგმებს სამართალდამცავ ორგანოებში სერიოზული გადაადგილებებისა და კორუფციასთან ბრძოლის შესახებ.

რამდენიმე დღის წინათ ოდესის გუბერნატორმა ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლებთან, მათ შორის მაიდნის თავდაცვის აქტივისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  პროკურატურასა და მილიციაში ჩაატარებს მასშტაბურ წმენდას იქ მოკალათებულ კორუმპირებულ პირთაგან.  მისი თქმით,  სამართალდამცავი ორგანოები თავს ვერ ართმევენ დაკისრებულ მოვალეობებს, უფრო მეტიც, თანამშრომლების უმრავლესობა მექრთამე და მუქთახორაა, ამიტომ უახლოეს მომავალში ყველა მათგანი დატოვებს თანამდებობას. მან ხაზი გაუსვა, რომ პროკურატურის თანამშრომელთა დიდი ნაწილის საქმიანობა წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და არც მოსამართლეთა მუშაობა ტოვებს უკეთეს შთაბეჭდილებას.

სააკაშვილის აზრით, აუცილებელია მუშაობის ისეთი ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც არ ტოვებს ადგილს კორუფციისათვის. იგი  აღნიშნავს, რომ ყველა მექრთამე მოსამართლემ უნდა დატოვოს თანამდებობა. მოიხსნება მილიციიასა და პროკურატურის ყველა კორუმპირებული თანაშრომელი – მხოლოდ ასე შეიძლება გაიწმინდოს გზა წესიერი და პატიოსანი ადამიანებისთვის, რომელნიც აქამდე ვერ ახერხებდნენ იქ დასაქმებას მხოლოდ იმის გამო, რომ არ ჰყავდათ მფარველები მაღალი ეშელონებიდან. 

სიახლეები

კურსკის ოლქში ქართველი მებრძოლი ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა

კურსკის ოლქში კიდევ ერთი ქართველი, "თავისუფალი საქართველოს" მეთაური ჯაბა კვარაცხელია დაიღუპა. მისი უკრაინელი თანამებრძოლების...

“ახალი არჩევნების ჩატარების გარდა ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ” – იუკნევიჩიენე

"სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი...

“ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ…”- კობახიძე

"ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ," - ამის შესახებ "ქართული...

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...