მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას გია ვოლსკი საბოტაჟს უწოდებს

საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას გია ვოლსკი საბოტაჟს უწოდებს

Published on

საკონსტიტუციო კომისიაში ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას საბოტაჟს დავარქმევდი, – განუცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს. ვოლსკის თქმით, რამდენიმე საკითხია, რომელზეც ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ მოხერხდა, თუმცა საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებული და გავლილია.,,რამდენიმე საკითხია, რომელზეც ოპოზიციასთან ბოლო წუთამდე შეთანხმება ვერ მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის შედეგების საბოლოო ვარიანტი საზოგადოებას მიეწოდოს. სწორედ საზოგადოების მოსაზრებები იქნება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. საბოტაჟს დავარქმევდი ოპოზიციის მუშაობის შეწყვეტას კომისიაში, თუმცა საკითხების დიდი ნაწილი შეთანხმებული და გავლილია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის პროექტზე მუშაობა უკვე დაასრულა . დარჩენილია სხდომა, სადაც პროექტის კენჭისყრა უნდა გაიმართოს, თუმცა ოპოზიციური პარტიების ნაწილი კომისიას პოლიტიკურ ბოიკოტს უცხადებენ. 

სიახლეები

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...

პალესტინის აღიარების გამო, რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებს აკრიტიკებენ

აშშ-ს მოკავშირეების მიერ პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებამ რესპუბლიკელი კანონმდებლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი აშშ-ს ელჩი...

ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის დაბრუნებაზე ავღანეთმა უარი თქვა

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ბაგრამის ავიაბაზის აშშ-სთვის გადაცემაზე შეთანხმება შეუძლებელია. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტი...