მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთი აფხაზებს მასიურად დაურიგებს „ორმაგ მოქალაქეობას?"

რუსეთი აფხაზებს მასიურად დაურიგებს „ორმაგ მოქალაქეობას?”

Published on

რუსეთის ფედერაცია ელოდება აფხაზეთის რეაქციას წარდგენილ პროექტზე „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ. ამის თაობაზე „სპუტნიკს“ განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული ერთ-ერთი ვალდებულება, რომელიც დაფიქსირებულია 2014 წ. ხელმოწერილ დოკუმენტში “მეკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ თაობაზე“.„მოსკოვმა უკვე შეიმუშვა შესაბამისი პროექტი – „ორმაგი მოქალაქობის საკითხთა დარეგულირების შესახებ“. ახლა იგი ელოდება აფხაზეთის რეაქციას ამ დოკუმენტზე, რომელიც სოხუმს გადაეცა 2016 წლის ნოემბერში“, – აღნიშნა ზახაროვამ.მან თქვა, რომ „ორმაგი მოქალაქეების“ რიცხვი ახლაც არ არის ცოტა, თუმცა კანონის ამოქმედების შემდეგ მათი რაოდენობა ბევრად გაიზრდება.„არ შეიძლება აფხაზეთის მაცხოვრებლების დატოვება სამართლებრივ „ რუხ ზონაში“, რომელშიც ისინი დღეს იმყოფებიან“, – აცხადებს ზახაროვა.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...