მთავარისიახლეებისამართალისუსი მორიგ პოლიტიკურ საქმეს კერავს ირაკლი კობახიძის იმ განცხადების საფუძველზე, ...

სუსი მორიგ პოლიტიკურ საქმეს კერავს ირაკლი კობახიძის იმ განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე ე.წ. გადატრიალებას გეგმავენ

Published on

სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვები გრძელდება. ამჯერად მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, სამგორის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებელი, ვარლამ ლორთქიფანიძე გამოიკითხა. შეკითხვები ძირითადად ოპოზიციის წარმომადგენლებთან ნაცნობობას და მის საქმიანობას ეხებოდა.

ლორთქიფანიძე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მას შემდეგ გამოიკითხა, რაც უსაფრთხოების სამსახურში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა, რადგან დარწმუნებულია, რომ სუსი მორიგ პოლიტიკურ საქმეს კერავს. თავად გამოკითხული ვარლამ ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ჰკითხეს იცნობდა თუ არა ვანო მერაბიშვილსა და დევი ჭანკოტაძეს. მისი თქმით, მერაბიშვილს არ იცნობს, თუმცა დევი ჭანკოტაძესთან ერთად ცხინვალში იბრძოდა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების ერთერთმა სახემ ირაკლი კობახიძემ ე.წ. გადატრიალების გეგმის ავტორებად მიხეილ სააკაშვილი, დიმიტრი შაშკინი და დევი ჭანკოტაძე დაასახელა.

სუს-ი აცხადებს, რომ 2020 წლის  სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს. მათივე განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი ოპერატიული ინფორმაცია გახდა.

სიახლეები

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...

იოსელიანმა სააპელაციოს ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ალექსანდრე ელისაშვილის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae)...

ტრამპი და ზელენსკი ერთმანეთს ნიუ-იორკში შეხვდებიან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ნიუ-იორკში შეხვედება. ზელენსკი ამბობს, რომ ისინი ამ...

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...