მთავარისიახლეებიმსოფლიო"Promise Me, Dad” - "დამპირდი, მამა"

“Promise Me, Dad” – “დამპირდი, მამა”

Published on

ჯო ბაიდენი 28 წლის იყო, როცა პირველად იყარა კენჭი აშშ-ს სენატში და 29 წლის ასაკში დელავერის შტატის სენატორი გახდა. არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე ავტოკატასტროფაში დაკარდა მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რამაც, როგორც თავად ჯო წერს სამუდამოდ შეცვალა მისი ცხოვრება.

ხანგრძლივი დეპრესიისა და მენტალური რეაბილიტაციის შემდეგ ბაიდენი სენატში დაბრუნდა, სადაც 40 წლის განმავლობაში, 100- ზე მეტ კანონპროექტს მოაწერა ხელი, ეთნიკური, გენდერული და ეკონომიკური თანასწორობის შესახებ. ამ პერიოდის განმავლობაში მან სამჯერ იყარა კენჭი პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა წარუმატებლად. 2015 წელს, სიმსივნესთან მრავალწლიანი ბრძოლის შემდეგ ჯომ კიდევ ერთი შვილი დაკარგა, ბოუ ბაიდენი, რამაც, როგორც ყველა ფიქრობდა ჯოს პოლიტიკური კარიერა საბოლოოდ დაასრულა.

2017 წელს ბაიდენმა გამოსცა წიგნი, სახელად -“Promise Me, Dad” “დამპირდი, მამა”, სადაც ის საუბრობს შვილებთან ურთიერთობაზე და იმ პირად სირთულეებზე, რომელიც მან 75 წლის განმავლობაში გადალახა. ტრაგედიით, იუმორით და მაინც იმედით სავსე წიგნს, ჯო ასრულებს დიალოგით, რომელიც მას შვილთან, გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე, არლინგტონის საავადმყოფოში ჰქონდა, სადაც ბოუ ბაიდენი მას ართმევს პირობას: “მამა, დამპირდი, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი რთული იქნება რეალობა, არასდროს მისცემ შიშსა და სასოწარკვეთილებას უფლებას გაიმარჯვოს შენზე. დამპირდი, რომ იმედგაცრუება ვერასდროს შეძლებს შენს დამარცხებას. დამპირდი, რომ იზრუნებ ჩვენს ოჯახზე, ჩემს შვილებზე და ყველაფერზე რაც ერთად შევქმენით. დამპირდი, რომ ყოველთვის იპოვი მიზეზს ბრძოლის გასაგრძელებლად. დამპირდი, რომ არასოდეს დანებდები. დამპირდი, რომ გახდები ის, ვინც ყოველთვის მინდოდა ყოფილიყავი- შეერთებული შტატების პრეზიდენტი”

ავტორი რამაზ გამზარდია

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...