მთავარისიახლეებისაზოგადოებააქციის მონაწილეებმა ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ძველი საანგარიშო მიიტანეს

აქციის მონაწილეებმა ზუგდიდის საოლქო კომისიასთან ძველი საანგარიშო მიიტანეს [Video]

Published on

ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა  ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო  კომისიის შემაჯამებელი სხდომა. შენობასთან აქცია გამართეს ოპოზიციურმა პარტიებმა, მათმა მხარდამჭერებმა და მოქალაქეებმა, რომლებიც აცხადებენ, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა მათ არჩევნები მოპარა და გაუყალბა. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები და ასევე მათ საოლქოს შენობასთან მიიტანეს ე.წ. ძველი საანგარიშო, ნიშნად იმისა, რომ კომისია ვერ ითვლის ხმებს და ყველა ოქმში დისბალანსი ჯდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ოპოზიციური პარტიების ერთობა არის შესაშური და ისინი არ დათმობენ გაყალბებულ არჩევნებს.

აქციის მონაწილეებს ადგილზე დახვდა პოლიცია, სამართალდამცავებმა მათ  შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ითხოვდნენ, საოლქო კომისიის თავმჯდომარისთვის გადაეცათ საანგარიშო. პოლიციელების კორდონის გარღვევის მცდელობისას მცირე ინციდენტიც მოხდა. პოლიციელები აგრესიულობით გამოირჩეოდნენ აქციის მონაწილეების მიმართ, თუმცა მათ მაინც შეძლეს შენობის წინ, ხეზე საანგარიშოს ჩამოკიდება

აქციის მონაწილეებს არა, თუმცა საოლქო კომისიის თავმჯდომარე მედიას შეხვდა და აქციის მონაწილეთა პრეტენზიებს უპასუხა. მირანდა მესხის  თქმით, ცდომილება იმდენად უმნიშვნელოა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა

შეგახსენებთ, რომ დღეს 15:00 საათზე, საქართველოს მასშტაბით, საოლქო საარჩევნო კომისიებმა შემაჯამებელი სხდომა გამართეს, რაც ოპოზიციიამ  ყველა ქალაქში გააპროტესტა.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...