მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა

აშშ-ს პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა

Published on

ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მან საარჩევნო  კოლეგიის 273  ხმა მოაგროვა. ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება.

ჯო ბაიდენი 77 წლისაა.  მას არც თუ ისე მარტივი ცხოვრება ჰქონდა, პირველ ქორწინებაში გარდაეცვალა მეუღლე და თვეების ქალიშვილი ავტოავარიაში. 2015 წელს კი უკვე მეორე ქორწინებიდან 46  წლის ვაჟი, თავის ტვინის სიმსიმვნით. თავად ბაიდენი პროფესიით იურისტია. ის  47-ვიცე პრეზიდენტი იყო. ის თეთრ სახლში ბარაქ ობამას პრეზიდენტობისას მუშაობდა.

ჯო ბაიდენი ასევე დელავერის სენატორი იყო 2009 წლამდე. ის სენტაში 6-ჯერ აირჩიეს.

ბაიდენი ასევე მონაწილეობდა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის წარმოებაში. 2011 წელს ის რუსეთშიც ჩავიდა. დღეს კი, დასავლური გამოცემები წერენ, რომ მაინც და მაინც მარტივი რუსეთისთვის, წესით, არ უნდა იყოს ის პოლიტიკა, რომელსაც მათთან მიმართებით ბაიდენი აირჩევს. საუბარია იმაზეც, რომ ახალმა ადმინისტრაციამ რუსეთს, შესაძლოა, ახალი ეკონომიკური სანქციებიც კი დაუწესოს.

პრეზიდენტის შემდეგ ცნობიალია აშშ-ის ახალი ვიცე-პრეზიდენტიც – ის ამერიკელი პოლიტიკოსი კამალა ჰარისია, რომელიც აშშ-ის ისტორიაში რიგით მეორე შავკანიანი სენატორია – კალიფორნიაში. ჰარისი, რომელიც საპრეზიდენტო კამპანიის პირველივე დღიდან ჯო ბაიდენის გვერდით, ბაიდენის გამარჯვების შემდეგ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი, შავკანიანი, ვიცე-პრეზიდენტია. ცნობისთვის ჰარისი, აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკლელობის საქმის ადვოკატია და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დასაცავად იბრძვის.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...