მთავარისიახლეებისაზოგადოებამრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან

მრავალფეროვანი დისტანციური პროდუქტები და სერვისები ტერაბანკისგან [Video]

Published on

ტერაბანკი დისტანციური მომსახურებების განვითარებას აგრძელებს და მომხმარებლებს ფილიალებში მისვლის გარეშე სულ უფრო მეტი პროდუქტით სარგებლობას სთავაზობს. სერვისების მიღება სასურველი ადგილიდან, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს კომფორტსაც უქმნის და დროის რესურსსაც უზოგავს.

მსურველებს დისტანციურად შემდეგი მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ: სამომხმარებლო სესხის განაცხადის შევსება და სესხის დისტანციურად აღება, დეპოზიტის გახსნა, ინტერნეტ და მობაილ ბანკის გააქტიურება, ბარათის შეკვეთა, აღდგენა და მიღება, სატარიფო პაკეტის შეძენა, ბარათის უსაფრთხოებისა და 3D უსაფრთხოების გააქტიურება, კომუნალური და სხვა ტიპის გადახდები, მობილურზე თანხის ჩარიცხვა და ა.შ.

ამას გარდა, ტერაბანკის მომხმარებლებს გარკვეული სერვისების მიღება ქოლ ცენტრის დახმარებითაც შეუძლიათ. მათ შორისაა: ბარათის შეკვეთა, მისი დაბლოკვა და გააქტიურება, ბარათის უსაფრთხოების სერვისის ჩართვა ან გაუქმება, ინტერნეტბანკის აქტივაცია ან პაროლის განახლება, სმს მომსახურების ჩართვა და გაუქმება, კომუნალური გადახდების გადახდა და საკუთარ ანგარიშებს შორის თანხის გადატანა. აღსანიშნავია, რომ ქოლ ცენტრის მეშვეობით შესაძლებელია გზავნილების განაღდებაც.

„დისტანციური მომსახურებები ტერაბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამავდროულად, პანდემიის პირობებში ამ ტიპის სერვისებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაზრდილია. შესაბამისად, მათ განახლებასა და დახვეწაზე მეტ აქცენტს ვაკეთებთ. დისტანციური მომსახურებების განვითარებასა და გამრავალფეროვნებაზე მუშაობა კვლავაც გაგრძელდება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკი მომხმარებლებს დისტანციური მომსახურებების მიღებას შემდეგი საკომუნიკაციო არხებით სთავაზობს: ინტერნეტბანკით, მობაილბანკით, სმს შეტყობინებით, სატელეფონო მომსახურების ცენტრით, ბოტის დახმარებითა და ონლაინგადახდებით.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის  ზუგდიდის ფილიალს მისამართზე:თაბუკაშვილის N1  ან დარეკეთნომერზე:2 55 00 00

სიახლეები

გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”

გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...

საქართველოში მიღებული ახალი კანონები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს – ეუთო/ოდირი

ეუთო/ოდირი ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული კანონები ადამიანის ძირითად...

აზერბაიჯანში დაკავებული პირები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის აფეთქებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად დააკავეს პირები, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის...

ირანის საელჩო: ხამენეის სამძიმრის წიგნში ქართველმა მაღალჩინოსანმა ჩანაწერი დატოვა

ტაბულა: ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, პლატფორმა X-ზე წერს, რომ "საქართველოს მთავრობისა და ხალხის...