მთავარისიახლეებისამართალიასეთი ადამიანები არ ჭირდება ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით -...

ასეთი ადამიანები არ ჭირდება ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით – ანზორ მელია

Published on

ჩემთვის ეს განსაკუთრებით მძიმეა, იმიტომ რომ მშობელი ვარ. – აცხადებს ანზორ მელია . საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ამ წუთებში განიხილება გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის 100 000-ლარიან გირაოსა და საზღვრის კვეთის აკრძალვის მოთხოვნით

,,- ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის, კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც ხუთი თვეა არ მინახავს და იმ დღეს ვნახე, არჩევნების დღეს, შტაბში. თქვენც იქ იყავით და ხედავდით რა უპირატესობით უგებდა სხვებს, მერე როგორ დატრიალდა ყველაფერი, შეუძლებელია, მშვიდად უყურო ამ ყველაფერს, როცა შენი შვილია. 

ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, რატომ ჩემი შვილი, მაგრამ თუ არა მან, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც აკეთებს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი ნიკამ არ იცოდა ბავშვობაში. ტყუილს არავის პატიობდა, იქვე აწესრიგებდა ყველაფერს. ლიდერი იყო, არ უნდა ასეთი ადამიანები ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით. 

გამოიაროს კობახიძემ და ნახოს, როგორ სძულს ხალხს ექიმები, კლინიკები, წამლებს რამხელა ფასები აქვს და ვერ ვყიდულობთ, ავადმყოფები ვერ ყიდულობენ და ნიკა არის თურმე ტერორისტი. 

გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ, ერთი და იგივე საქმეზე ხო არ შეიძლება, ორჯერ გადაიხადო გირაო, მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერ ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე. ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების წინააღმდეგ ირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდოს, ტაშით ივანიშვილი მას არ დააჯილოებს, ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ. 

ეხლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ პატიმრობაში მყოფი უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის ვიდრე გარეთ, დაიჭერენ” – ვარაუდობს ანზორ მელია 

სიახლეები

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...

ხაშურის საკრებულოში ოცნების ყოფილი დეპუტატი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს

2 პირთან ერთად 5 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებული, ხაშურის საკრებულოში...

ქუთაისში კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა

ქუთაისში, იოსებიძის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობაზე კონსტრუქცია ჩამოიშალა, რის შედეგადაც მშენებლობაზე დასაქმებული 1 ადამიანი დაიღუპა.  დაღუპულის...

არ გაჩერდება ეს რეზოლუციები ხან ეუთოსი, ხან ევროკავშირის ან ამერიკის შეფასებებიც იგივე იქნება-სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეზოლუციელები არ აჩერდება - როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა...