მთავარიUncategorizedარც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო მანდატებზე...

არც ერთი ოპოზიციური პარტია არ აღიარებს არჩევნების შედეგებს და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას განიხილავს

Published on

არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1%-იანი ბარიერი გადალახა, არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. მათი ძირითადი ნაწილი კი განიხილავს საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმას.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით, მეორე ადგილი და ნახევარ მილიონზე მეტი ხმა მოიპოვა, აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს და ახალ არჩევნებს მოითხოვს.

მანდატებზე უარს განიხილავს „ევროპული საქართველო“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა – რომელიც მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდა, ამბობს, რომ პარტიულ სიაში რომ ყოფილიყო, უარს იტყოდა პარლამენტში შესვლაზე. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია სხვებთან შეთანხმებით მიიღებს.

საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს „ლელო“. პარტია რიგგარეშე არჩევნებს მიიჩნევს ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზად.

პარლამენტის ბოიკოტირებისკენ იხრება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები ერთ-ერთი გზაა. მისი თანაგუნდელი, თაკო ჩარკვიანი ამბობს: „უღირს პარლამენტში ფეხის შემდგმელი” არ არის.

თუ ყველა ოპოზიციური პარტია გადაწყვეტს, უარი თქვას მანდატებზე, იმავეს იზამს „გირჩი“. ამასთან, პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილება საბოლოოდ ჯერჯერობით არც ერთ პარტიას არ მიუღია

„ლეიბორისტები“ – რომელთა ოფისში შეკრებილმა ოპოზიციამ დააყენა მანდატებზე უარის თქმის საკითხი – ასევე აცხადებს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და პარტიები იმ გზით ივლიან, რომელიც აერთიანებთ. ოფიციალური მონაცემებით, „ლეიბორისტებმა“ ამომრჩეველთა ხმების 1% მიიღო და პარლამენტში მოხვედრის ზღვარზეა.

ოფიციალური მონაცემებით, ზღვარი ვერ გადალახა ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულმა მოძრაობამ“. „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლით კი პარტია 0.8%-სა და 1.0%-ს შორის ინტერვალშია. ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია.

ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ პირდაპირ მოუწოდებს ყველა პარტიას, უარი თქვან მანდატებზე, რათა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. “საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე. და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იყოს ცნობილი უფლებამოსილება მე-10 მოწვევის პარლამენტის და ავტომატურად, კონსტიტუციის შესაბამისად, დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები”- ამბობს ელისაშვილი.

შედეგებს არ ცნობს არც „პატრიოტთა ალიანსი“. თუმცა უცნობია, საბოლოო ჯამში, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...