მთავარისიახლეებისამართალილევან თორია: „ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა მოკლეს“

ლევან თორია: „ბიზნესმენი რუზგენ ჩუხუა მოკლეს“ [Video]

Published on

2015 წლის 31 აგვისტოს, ზუგდიდში გარდაცვლილ ბიზნესმენ რუზგენ ჩუხუასთან საქმესთან დაკავშირებით დღეს ორგანიზაცია „თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა ლევან თორიამ მედიისთვის ბრიფინგი გამართა. თორია თვითმკვლელობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ბიზნესმენი მოკლეს. ორგანიზაციის წევრის თქმით, „ტყვია მოხვედრილია გულში, ზევიდან ქვევით, რაც სრულად გამორიცხავს თვითმკვლელობას“. თორიას განცხადებით, „ზუგდიდის დაცვის პოლიციის უფროსი, ზვიად კილასონია და მისი სიძე ვინმე ირაკლი ჯიშკარიანი, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ემუქრებოდნენ გარდაცვლილ ჩუხუას ლიკვიდაციით, არსებობს ამის დამადასტურებელი SMS შეტყობინებები, რომელიც აქვს მოკლულის ოჯახს. 31 აგვისტო, ანუ ბიზნესმენის ლიკვიდაციის დღე იყო მუქარის და ზეწოლის პიკი, ჩუხუას რამდენჯერმე შეხვდნენ სხვადასხვა ადგილას კილასონია, ჯიშკარიანი და სხვები, რომლებიც მას აგრესიულად ექცეოდნენ, ბოლოს კი, ჩუხუას მანქანას გაედევნენ. და მაშინ, როცა რუზგენი გაჩერდა საკუთარ სახლთან საკუთარი მანქანით, მივიდნენ და იქ მოხდა გასროლა“ – განაცხადა ბრიფინგზე ლევან თორიამ. ამასთან, მისივე განცხადებით, რუზგენ ჩუხუას ჰქონდა ვალი 7 000 ლარის ოდენობით და ეს არ იყო ისეთი თანხა, რომ ამაზე ენერვიულა. ლევან თორია ამბობს, რომ გარდაცვლილ ბიზნესმენს რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების ქონებას ფლობდა და გარკვეულ ძალებს სურდათ  მისი ჩამოშორება.

რაც შეეხება გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახს, შემთხვევიდან მეორე დღეს მათ მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ არა თვითმკვლელობა, არამედ ბიზნესმენის მკვლელობა მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის ინიციატივით, საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც ჩაერთო.

 
 

სიახლეები

გაეროს უშიშროების საბჭომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილა

2026 წლის 20 აგვისტოს, გაეროს უშიშროების საბჭომ, დახურულ სხდომაზე, რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით,...

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა

რუსეთმა უკრაინა-მოლდოვას საზღვარზე საერთაშორისო გამშვები პუნქტი შაჰედებით დაბომბა. „დარტყმა მოხდა მოლდოვას საზღვარზე მდებარე საერთაშორისო...

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...