მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი, ოცნება დამთავრდა! და-მთავრ-და! მიაწექით ბოლომდე

მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილი, ოცნება დამთავრდა! და-მთავრ-და! მიაწექით ბოლომდე [Video]

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით საანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს : ივანიშვილის ოცნება დამთავრდა! და-მთავრ-და! მიაწექით ბოლომდე!ახლა მომდის ციფრები, ცნობები საარჩევნო უბნებიდან,ეგზიტპოლები და სხვა მონაცემები, რომლებიც მეტყველებს, რომ ივანიშვილი, ოცნება დამთავრდა. ჩამოშლილია სუსი და ივანიშვილის ხელისუფლების ყველა სტრუქტურა.

“ივანიშვილი დამთავრდა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ყველანი საარჩევნო უბნებზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრები იყოს მაქსიმალურად დიდი ოპოზიციისთვის. ჩვენ, ქართველმა ხალხმა უნდა გადავიბაროთ ქვეყანა და ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი სახელმწიფოს მშენებლობა ყოველგვარი პიროვნული ამბიციების გარეშე. — ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტი, — განაცხადა სააკაშვილმა.ყველაფერი კარგად მიდის, მიაწექით ბოლომდე! აცხადებს მიხეილსააკაშვილი.

მცირეხნით ადრე მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა

მისი განცხადებით, ხელისუფლება საღამოს 5-6 საათის შემდეგ ძალადობრივი აქტების მოწყობას შეეცდება.

“სრულად ნირწამხდარები არიან და ახლა შეეცდებიან, 5-6 საათის შემდეგ ძალადობის რაღაც აქტებს, ისიც თუ გამოუვიდათ. ბოლომდე უნდა გავანეიტრალოთ, ახლა არის საქმის ბოლომდე მიყვანის დრო. 

ზუსტად მახსენებს ასლან აბაშიძის ბოლო ჟამს, უბრალოდ, სიმშვიდე, ორგანიზებულობა და კიდევ მეტი ხალხის მისვლა არჩევნებზე. ამათი რესურსი, ხალხის მიყვანის ამოწურულია. ბოლომდე მშვიდობიანი შეტევა, ხელისუფლების წყნარი გადასვლის მიზნით. -განაცხადა ვიდეომიმართვაში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...