მთავარიUncategorizedზუგდიდის 29-ე უბანზე წილისყრის პარალელურად "ქართული ოცნების" ჰიმნი ჩართეს

ზუგდიდის 29-ე უბანზე წილისყრის პარალელურად “ქართული ოცნების” ჰიმნი ჩართეს

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდის 29-ე უბანზე წილისყრის პარალელურად “ქართული ოცნების” ჰიმნი ჩართეს, ჟურნალისტების კითხვის პასუხად,ზუგგდისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განაცხადა, რომ ეს ფაქტი მისთვის არ არის ცნობილი და ახლა ხორციელდება ზარები როგორც 29-ე, ისე ყველა სხვა უბანზე, ამ საკითხის ნამდვილობის გარკვევის მიზნით

 მირანდა მესხმა ისაუბრა საარჩევნო უბნებზე ამ დროისათვის არსებულ სიტუაციაზე .

კენჭისყრის პროცესი ყველგან დაწყებულია – დაგვიანება არცერთ უბანზე არ მომხდარა. არანაირი დარღვევები არ ფიქსირდება, თუმცა გვაქვს მონაცემები, რომ ახდენენ ამომრჩეველთა სკანირებას, რაც დაუშვებელია. მედიას აქვს გადაღების უფლება, გამოყოფილი ადგილიდან. – აღნიშნა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის #27-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 107 უბანია. ამას დამატებული ორი კოვიდ უბანი, რომელიც გაიხსნა საკარანტინე სივრცესა და თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის.

ჯამში ზუგდიდში 120 312 ამომრჩეველია.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...