მთავარისიახლეებიპოლიტიკასაკრებულოს წევრს "ქართული ოცნებიდან" გია დანელიას ახალკახათში მცხოვრები გოგოხიების ოჯახი მუქარაში ადანაშაულებს...

საკრებულოს წევრს “ქართული ოცნებიდან” გია დანელიას ახალკახათში მცხოვრები გოგოხიების ოჯახი მუქარაში ადანაშაულებს [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის მკვიდრები სოფო და ირა გოგოხიები ამავე სოფლის საკრებულოს წევრს მმართველი გუნდიდან მუქარაში ადანაშაულებენ. ოჯახი ამბობს, რომ მათთან დანელია მივიდა და მმართველი გუნდის მხარდაჭერა მოსთოვა, წინააღმდეგ შემთვევაში კი სოციალურის მოხსნითა და სამსახურიდან გათავისულებით დაემუქრა.

რაც შეეხება დანელიას, ის ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს, შეგახსენებთ, რომ გია დანელიას ფარული ვიდეოჩანაწერი ზუგდიდში მერის არჩევნებზე, 2019 წლის მაისში ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაასაჯაროვა, ფარული ვიდეომასალის თანახმად, ზუგდიდის საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატი ყვება, რომ პარტიის ცენტრალური ოფისიდან მიიღო დავალება, ნებისმიერ ფასად მმართველი პარტიის კანდიდატმა მიიღოს ხმების 50 %-ზე მეტი და ამ მიზნის მისაღწევად, “ოცნების” ლიდერებს შეუძლიათ დაატერორონ, გაიტაცონ და ზეწოლა მოახდინონ ადამიანებზე.

მაშინ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო. გია დანელია გამოიკითხა პროკურატურაში, თუმცა, მას დეპუტატის უფლებამოსილება არ შეწყვეტია.

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...