მთავარისიახლეებიეკონომიკასაქართველო ღიაა ჩინური ბიზნესისა და ინოვაციებისათვის –აცხადებს პეკინის უნივესიტეტის საპატიო პროფესორი ირაკლი...

საქართველო ღიაა ჩინური ბიზნესისა და ინოვაციებისათვის –აცხადებს პეკინის უნივესიტეტის საპატიო პროფესორი ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით შეხვედრებს დღეს დილიდან პეკინში მართავს.

ირაკლი ღარიბაშვილი პეკინის საერთშორისო ბინზესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და  შეკითხვებზე უპასუხა სტუდენტების, მათ  შორის ქართველ ახალგაზრდას, რომელიც პეკინში სწავლობს. 

ვრცელ გამოსვლაში ირაკლი ღარიბაშვილმა  საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და "ახალი აბრეშუმის გზის" პესპექტივებზე ისაუბრა. 

"წელს ჩვენ აღვადგინეთ სწრაფი სარკინიგზო კავშირი ჩინეთსა და საქართველოს შორის, რითაც სახმელეთო მარშრუტმა დაიბრუნა ევროპისკენ მიმავალი უსწრაფესი გზის სტატუსი. ეს მოხდა პირველად მას შემდეგ, რაც 1513 წელს პორტუგალიელთა კარაველები ჩინეთის სანაპიროებს მიადგნენ. დღეს მიმდინარეობს აბრეშუმის გზის გამოცოცხლება და ჩვენი ქვეყნების დაახლოება.  – განაცხადა პრემიერმა.

"რეგიონში არ არის ქვეყანა, რომელიც საქართველოზე მეტად იქნებოდა ღია ჩინური ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ჩინური ინოვაციებისა და იდეებისთვის, ჩინელი ხალხისა და კულტურისთვის, …როდესაც ჩემი მთავრობა 2012 წელს მოვიდა ქვეყნის სათავეში, ჩვენ მკაფიოდ გავაცხადეთ ჩვენი ამბიცია ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ადამიანთა შორის კონტაქტების მხრივ მტკიცე გლობალური პარტნიორობების შექმნასთან დაკავშირებით.ცხადია, ჩინეთი გათვალისწინებული იყო ერთ-ერთი პირველი ამ მხრივ," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო იმედის თვალით შეჰყურებს სამომავლო თანამშრომლობას ჩინეთთან, განსაკუთრებით აბრეშუმის გზის პროექტის ფარგლებში. 
აბრეშუმის გზა, რომელიც წვდება მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს, იქცევა ენერგეტიკულ ავტობანად, კულტურულ გზაჯვარედინად, რომელიც ყველას მშვიდობის გზაზე დაგვაყენებს, რადგანაც ვაჭრობა ასევე გულისხმობს მშვიდობას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პეკინის საერთაშორისო ბიზნესისა და ეკონომიკის უნივერსიტეტმა საპატიო პროფესორის წოდება მიანიჭა. 

სიახლეები

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ 84 პირს ბრალი წარედგინა

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის,...

პაპუაშვილი შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვაზე- მოვა მაისი

მოვა მაისი და ვნახავთ - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმული...

რუსეთი წელს 9 მაისის აღლუმზე სამხედრო ტექნიკას “ოპერაციული ვითარების გამო” აღარ გამოიყვანს

რუსეთი ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს,...

ჩვენი სურვილია, 4 რადიკალური პარტიის გარეშე ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები-კობახიძე

თავისი არსით გერმანიის ნაციონალურ-სოციალისტურ პარტიას ვადარებ კოლექტიურ ნაცმოძრაობას, რომელიც თავისი შინაარსით არის ფაშისტურ-ბოლშევიკური პოლიტიკური...